განათავსე შენი რეკლამა აქ - დარეკე 577 13 11 12 IMG.GE

პრეზერვატივების კომპანია “აიისა”-მ მოიგო სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ. ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ქართული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რომელიც ეწინააღმდეგებოდა პრეზერვატივზე მსგავსი გამოსახულებების დატანებას, გამოხატვის უფლების დარღვევა იყო.

დავა შეეხებოდა საქართველოში “აიისას”-თვის დაკისრებულ ჯარიმებს და საქართველოს სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებებს, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ პრეზერვატივების შეფუთვაზე არსებული წარწერები და გამოსახულებები არღვევდა კანონს რეკლამის შესახებ და იყო არაეთიკური იმის გათვალისწინებით, რომ შეურაცხყოფდა რელიგიას, თუმცა სტრასბურგმა ეს გამოხატვის თავისუფლებად აღიქვა.

“აიისას საქმე მოვიგეთ GDI-მ სტრასბურგის სასამართლოში! სასამართლომ Anania Gachechiladze-ის გამოხატვის უფლების დარღვევა დაადგინა და ფალავანდიშვილს, ლორთქიფანიძეს, მახარაძეს, მურუსიძეს, ღარიბაშვილს და ა.შ. კი უთხრა, რომ:
“საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცულ ღირებულებებს შორის ლეგიტიმური ბალანსის დაცვისას, საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებაზე არსებითი გავლენა იქონია საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წევრების შეხედულებებმა ეთიკურ საკითხებთან დაკავშირებით.

მსგავსი მიდგომა ეწინააღმდეგება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტს, რომლის მიხევითაც, „დაუშვებელია კონკრეტული პირის ან პირთა ჯგუფის ზნეობრივი ნორმების ან მსოფლმხედველობის საზოგადოების სხვა ჯგუფებზე თავსმოხვევა სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის სასამართლოს მეშვეობით.”

ამაყი ვარ მართლა. განსაკუთრებით იმ ხალხით ვისაც თვიდანვე გვჯეროდა ჩვენი პოზიციის სისწორის და ღირებულებების და არ დავიზარეთ არცერთი წინააღმდეგობის დაძლევა ამ პროცესში,

GDI-თ ვარ ამაყი! როდესაც, პირველმა ინსტანციამ გადაწყვეტილება გამოაცხადა დარბაზში შუქი ჩაქრა და დაბნელდა. დღეს ეს სიბნელე გავფანტეთ სულ ცოტა მაინც.“- წერს ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი.


Multimedia.ge-ს განმარტება:

საკითხი არ ეხება კონკრეტულად თამარ მეფის გამოსახულების დატანებას, საუბარია ზოგადად, გამოხატვის თავისუფლებაზე, რაც მის ავტორს საშუალებას აძლევს პრეზერვატივზე გამოსახოს ის, რასაც საჭიროდ ჩათვლის.

თქვენი კომენტარი?