განათავსე შენი რეკლამა აქ - დარეკე 577 13 11 12 IMG.GE

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ანანია გაჩეჩილაძის მიერ გამოშვებულ პრეზერვატივებზე ჩვენი წმინდანის და უდიდესი მეფის, თამარის გამოსახულების დატანა გამოხატვის თავისუფლებად მიიჩნია, და არ ჩათვალა ჩვენი, მართლმადიდებლების რელიგიური გრძნობების შებღალვად, შეურაცხყოფად, ჩვენი ისტორიის და ეროვნული სიამაყის წაბილწვად, ერის სულში ჩაფურთხებად!’- ამის შესახებ მაია ნიკოლეიშვილი წერს სოციალურ ქსელში და ეხმიანება სტრასბურგის სასამართლოს ვერდიქტს.

“გილოცავთ, ამ საქმის ქართველო ადვოკატებო, “დიდ გამარჯვებას”! GDI (საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა. თავმჯდომარეები სხვადასხვა დროს: გიორგი მშვენიერაძე, გიორგი ტუღუში, ახლა: ედუარდ მარიკაშვილი), მე, პირადად, თქვენ გამარჯობას არასდროს გეტყვით!

ხოლო ამ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება, ჩემი ეროვნული და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის სიმბოლოდ იქცა, სამწუხაროდ… არადა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს სისხლის სამართლის საქმეებზე როგორ პატივს ვცემდი, ეეეხ!

აბა, ულტრა, ფსევდო და ვაი-ლიბერალო ოპოზიციონერო პოლიტიკოსებო, ვაი-ლიბერალურ ტრენდს არ ჩამორჩეთ და თან ჭამეთ ერთმანეთი! აიტაცეთ ეს სიხარულიც; ევროსასამართლოს “უზენაესი” და “უსპეტაკესი” გადაწყვეტილების სულისკვეთებით, თქვენ დროშებს იქნებ ეს პრეზერვატივებიც მიამაგროთ, შეურაცხყოფილი მართლმადიდებლების და ქართველების მეტი ხმების მისაღებად!
ეს რჩევაც ჩემი გამოხატვის დიიიიიდი თავისუფლებაა!”– წერს მაია ნიკოლეიშვილი.

ამ თემაზე:

სტრასბურგმა დაადგინა, რომ პრეზერვატივზე თამარ მეფის გამოსახვა გამოხატვის თავისუფლებაა

თქვენი კომენტარი?