კობახიძე თავის ვირეშმაკა რაზმით მალე ოპოზიციად მოგვევლინება – ლაშა ამირეჯიბი

364
წაკითხვა/ნახვა
_____________________________________ IMG.GE
ლაშა ამირეჯიბი ქართულ ოცნებაში მიმდინარე პროცესებს აფასებს.

“საქმე იმაშია ბატონებო, რომ ! ე.ი რა გამოდის? პარლამენტში ორ ოპოზიციურ ძალას ვიხილავთ: ნაცებს და ნორჩ ლენინელებს. ლენინის იდეების მიმდევარი ნორჩები ძალზედ საშიშ ძალად ყალიბდებიან.

სააკაშვილ-ბოკერიას ჭუჭყიანი თესლით აღმოცენებული ვირეშმაკა ღლაპები მხოლოდღა ბრძანებას ელოდებიან…დროის ამბავია, თორემ ღია პორტირებისათვის არც არაფერი შეუშლით ხელს. მტერი შუაგულ პარლამენტში გყვავს ჩაბუდებული და ჩვენ კი მცოცავ ღობესთან ვეძებთ მათ.

იქ, სადაც გირჩელებმა მტერ-ოკუპანტს მათი დაუბანელი უკანალი ლამის ლანგარზე მიართვეს. კობახიძე და მისი რაზმი არწმუნებს ბიძინა ივანიშვილს იმაში, რომ ნაც-მოსამართლეების არჩევა სამუდამოდ კარგი საქმეა და ნაძირალა მოსამართლეები სინამდვილეში მამა აბრამის ბატკნები არიან და მათი მოღვაწეობის პერიოდში ყველა გადაწყვეტილება დამოუკიდებლად და სამართლიანად იყო მიღებული… ცუდი ის არის, რომ (ბორის გრეგორიჩი) ან დააყრუეს ამდენი დეზინფორმაციით, ან დააბრმავეს ბოკერიას დორბლებით შექმნილმა ნორჩმა სოროსელებმა.

დააკვირდით, როგორ ჩქარობენ, არ იშურებენ ძალ-ღონეს, დროს, ტყუილებს, ერთმანეთთან რეკვას, გედი ფოფხაძის გაფრთხილებას და ოცდაოთხსაათიან რეჟიმში მუშაობენ მოსამართლეების დამტკიცების პროექტზე.

სათითაოდ რომ გადახედოთ, კობახიძე-მდინარაძის გუნდის წარსულს,-პოლიტიკურ შლეიფს, წამებში მიხვდებით, რომ ამ ნორჩი ნაცებისთვის ქვეყნის ბედის ნდობა კი არა, უცხო ადამიანის ფეკალიის თხოვებაც კი არ არის მიზანშეწონილი.

თუ, კობახიძე-მდინარაძის გუნდმა მოსამართლეების სამუდამოდ დანიშვნა მაინც გაათრია, მაშინ მთელი ქვეყანა უნდა გავერთიანდეთ, როგორც მარიხუანის საკითხის ირგვლივ და ეს ბოკერიას ახალგაზრდული ფრთა უნდა დავშალოთ ისე, რომ აღარასოდეს გამოჩნდნენ ქართულ პოლიტიკაში.

და კიდევ: მოსამართლეების უვადო არჩევა ქართველი ერის ღალატის ტოლფასია. ამიტომ მივმართავ დეპუტატებს: ისტორია არ გაპატიებთ ამ უგუნურ ნაბიჯს!”- აცხადებს ლაშა ამირეჯიბი.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE