კახა კალაძე ევროკავშირის წევრი ქვეყნების დემარშს გამოეხმაურა

340
ნახვა/წაკითხვა

„დიპლომატების მხრიდან ყოველთვის იყო მოწოდებები, რომ საქართველო
შეერთებოდა სანქციებს, მაგრამ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, არ
შევუერთდით სანქციებს“, – ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე
რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო ევროკავშირის წევრი
სახელმწიფოების ელჩების დემარშს.

როგორც მან მედიასთან თემის კომენტირებისას აღნიშნა, რუსეთთან პირდაპირი
ფრენების აღდგენა საქართველოს ევროპულ მომავალთან წინააღმდეგობაში არ
მოდის.

„საერთოდ რა კავშირშია ფრენები რუსეთთან დაახლოებასთან? ჩემთვის
გაუგებარია, როდესაც ჩვეულებრივი სახმელეთო მიმოსვლაა შესაძლებელი ანდა
ერევნის გავლით ფრენები, რა პრობლემაა, თუ პირდაპირი ფრენა იქნება ან რატომ
ეწინააღმდეგება ევროპულ მომავალს და ევროინტეგრაციას ის, თუ საქართველოს
მოქალაქე, ქართული პასპორტით, ვიზის გარეშე შეძლებს რუსეთის ფედერაციაში
გადაადგილებას? ვიღაცას შეიძლება ჰქონდეს სურვილი წავიდეს რუსეთში, ვიღაც
წავა იტალიაში, ვიღაც ესპანეთში.

“რაც შეეხება დიპლომატებს, ყოველთვის იყო პირდაპირი მოწოდებები, რომ
საქართველო შეერთებოდა სანქციებს. ჩვენ აბსოლუტურად ღიად, ყოველგვარი
დამალვის გარეშე, ვთქვით, რომ სანქციებს არ და ვერ შევუერთდებით და ამას აქვს
თავისი ახსნა.

ეს ყველაფერი განპირობებულია იმით, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესს
ვატარებთ. არ გვინდა მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც
საქართველოსთვის და ჩვენი მოსახლეობისთვის დამაზიანებელი იქნება“,
განაცხადა თბილისის მერმა.