განათავსე შენი რეკლამა აქ - დარეკე 577 13 11 12 IMG.GE

გორში “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი იქნება, მისი სახელი ოფიციალურად დასახელდა დღეს წარდგენილ სხვა კანდიდატებს შორის.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი 30 წლის არის. დაიბადა 1991 წლის 18 აპრილს, ქალაქ გორში. ქართველი, თავისუფალი სტილით მოჭიდავე.

2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. ევროპის 3-გზის (2014, 2016, 2017) და მსოფლიოს (2015) ჩემპიონი.

2012 წლის ლონდონის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი 55 კგ წონით კატეგორიაში. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (55 კგ).

2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, ხინჩეგაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა. 57 კგ წონითი კატეგორიის ფინალში მან იაპონელი რეი ჰიგუჩი დაამარცხა.

2015 წელს საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციაციამ და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრომ დაასახელა წლის საუკეთესო სპორტსმენად. 2018 წელს მიღებული აქვს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი.

2016 წელს, სერიაში „ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები“ (პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი ელგუჯა ბერიშვილი) გამოიცა ვასილ ბალახაძის წიგნი „ვლადიმერ ხინჩეგაშვილი“.

2021 წლიდან ხელმძღვანელობს მისი მწვრთნელის, ნუგზარ სხირელის მიერ დაარსებულ გორის თავისუფალი ჭიდაობის სკოლას.

თქვენი კომენტარი?