განათავსე შენი რეკლამა აქ - დარეკე 577 13 11 12 IMG.GE

რატომ ვერ ხერხდება “ალტ-ინფო”-ს სიგნალის მიწოდება “სილქნეტი”-ს აბონენტებისთვის? ამ კითხვით მიმართა Multimedia.ge-მ კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს, საიდანაც მივიღეთ პასუხი, რომ “აღნიშნული არხის დამატება ვერ ხერხდება ტექნიკური მიზეზის გამო.”

ჩვენ დამატებით გავუგზავნეთ კითხვა:

“თუ აღმოიფხვრება ტექნიკური პრობლემა არხის სიგნალის გაშვება მოხდება, თუ არის კიდევ სხვა რამ რაც აბრკოლებს ტრანსლაციას; მაგალითად საზოგადოების ერთი ნაწილის მოთხოვნა, რომ “ალტ-ინფო” არ გაეშვას თქვენ ქსელში, რადგან მათი თქმით ეს არის ძალადობრივი ორგანიზაცია და ხდება ძალადობრივი მოწოდებები, რა პოზიცია აქვს “სილქნეტს” ამასთან დაკავშირებით?”- მივმართეთ კომპანიას ამ კითხვით, თუმცა პასუხი აღარ მიგვიღია და ავტომატური მოპასუხისგან მივიღეთ შეტყობინება, რომ ჩვენი წერილი არ გაიგზავნა მათგან არსებული ტექნიკური პრობლემის გამო

ჩვენ კიდევ ერთხელ ვცდით წერილის გაგზავნას და დაველოდებით პასუხს.

თქვენი კომენტარი?