განათავსე შენი რეკლამა აქ - დარეკე 577 13 11 12 IMG.GE

Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi”-ს დამფუძნებელი და ორგანიზატორი სოფო ჭყონია სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში არსებული ჰომოფობიური განწყობების გამო, მოდის ერთ-ერთმა დიდმა  სახლმა, ჩვენ ქვეყანაში დაგეგმილი სარეკლამო გადაღება გააუქმა.

“მსოფლიოში ერთ-ერთ ცნობილ დიდ მოდის სახლს სარეკლამო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი ჰქონდა გადაღება საქართველოში, კერძოდ სვანეთში. ეს გადაღება ჰოლივუდის ვარსკვლავის მონაწილეობით უნდა მომხდარიყო. ზუსტად ერთი წელი მიმდინარეობდა მოლაპარაკება ამ პროექტზე. დღეს მათ გადაღება საქართველოში გააუქმეს ქვეყანაში ჰომოფობიური განწყობების გამო. ძალიან სამწუხაროა!”- წერს სოფო ჭყონია.

თქვენი კომენტარი?