განათავსე შენი რეკლამა აქ - დარეკე 577 13 11 12 IMG.GE

“პატრიოტთა ალიანსი”-ს მთავარი მდივანი ირმა ინაშვილი ეხმიანება “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის კომენტარს გახარიაზე, როდესაც თქვა, რომ გუნდში მას მეტსახელად “ბოლს” ეძახდნენ:

“ყოფილი პრემიერი- გახარია ჯერ კიდევ “ქართული ოცნების” გუნდში იყო, იყო მოქმედი პრემიერი და ზურგსუკან, გუნდის შიგნით, თურმე, “ბოლს” ანუ მატყუარას, ჰაერს ეძახდნენ მეტსახელად! და ამას პირდაპირ ეთერში ჰყვება “ქართული ოცნების” ლიდერი კობახიძე. საარჩევნო პრეზენტაციაზე გახარიას ისეთი სიტყვებით ამკობდა კობახიძე, ტელემაყურებელი გაწითლდა უხერხულობისგან და თვითონ ვინ გამოდის? რომელი მეტსახელი მიესადაგება?!

ან სად გაიზარდეთ, მართლა… ან ზნეობაზე რა წარმოდგენა გაქვთ ან თქვენნაირ ხალხს როგორ ჩააბარა სახელმწიფო ივანიშვილმა… ან იმათ ტვინში ჩამახედა, კობახიძის ამ განცხადებას რომ იწონებს და მაამებელ კომენტარს უწერს. გახარია “ბოლი” იყო თუ რა იყო, ასეთ “ბოლზე” უმტკიცებდით ხალხს, ჩვენი უალტერნატივო ლიდერიაო და თან, ზურგსუკან დასცინოდით?! ამიტომ ვამბობ: ყველაფრისმკადრებელი ხალხია და ყველაფრისმკადრებელი ხელისუფლებაა. გავახილოთ თვალი.”– წერს ირმა ინაშვილი.

თქვენი კომენტარი?