განათავსე შენი რეკლამა აქ - დარეკე 577 13 11 12 IMG.GE

ქართული მხარე მზადყოფნას გამოთქვამს დაეხმაროს თურქეთის მთავრობას, ტყის ხანძრის ჩაქრობაში, რასაც უკვე მსხვერპლი მოჰყვა. ამის შესახებ პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი აქვეყნებს წერილს და დახმარების მზადყოფნასთან ერთად სამძიმარს გამოთქვამს დაღუპულთა ოჯახების მიმართ:

“გულისყურით ვადევნებთ თვალს ჩვენი მეგობარი ქვეყნის, სტრატეიული პარტნიორის,  თურქეთის სამხრეთ რეგიონებში ტყის მასშტაბური ხანძრის შესახებ გავრცელებულ ცნობებს.

გულწრფელ სამძიმარს  გამოვხატავ და თანავუგრძნობ ჩვენს მეგობარ თურქეთს ხანძრის შედეგად გარდაცვლილი ადამიანების  და  იმ ზიანის გამო, რომელიც თურქეთს  მიადგა. საქართველო სოლიდარობას უცხადებს თურქეთის მთავრობას და მოსახლეობას  ამ განსაცდელის ჟამს. საქართველოს მთავრობის სახელით, მზად ვარ, მეზობელ თურქეთს ნებისმიერი სახის დახმარება აღმოვუჩინო”,- ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

თქვენი კომენტარი?