განათავსე შენი რეკლამა აქ - დარეკე 577 13 11 12 IMG.GE

ამბავი და ფოტოსურათი სოციალურ ქსელში ვრცელდება. როგორც ირკვევა, ამ ახალგაზრდამ, შუახნის მამაკასი სიკვდილისგან იხსნა, როდესაც გონდაკარგულ და თითქმის უიმედო პაციენტს ხელოვნურ სუნთქვას იქამდე უტარებდა, სანამ გონს არ მოვიდა:

“31 ივლისს, დიდუბის მეტროსთან ასაკოვანი კაცი ცუდად გახდა, დავარდა და რომ არა ეს ახალგაზრდა  სამხედრო ზურგჩანთით, ალბათ გარდაიცვლებოდა კიდეც.

ამ პოსტით მინდა მადლობა გადავუხადო ადამიანს, რომელიც მიუხედავად ამ რთული პერიოდისა პანდემია რომ ქვია, 17 წუთი არ დანებდა და ხელოვნურ სუნთქვას უტარებდა ადამიანს, რომლის გათიშვის მიზეზიც არ ვიცოდით.

სასწრაფოს დააგვიანდა და მოქალაქეებმა სხვაგან მიმავალი სასწრაფოს მანქანა პირდაპირ ქუჩიდან მოხსნეს, თუმცა იმ დროისთვის მოხუცმა უკვე სუნთქვა დაიწყო. ამ პოსტს მინდა ამ ახალგაზრდა ბიჭის ფოტოები დავურთო მადლობის ნიშნად, რომელიც სასწრაფოს მოსვლის შემდეგ მოხუცი კაცი საკაცეზე გადაიყვანეს თუ არა, ეს ბიჭი განზე დადგა და მშვიდად ადევნებდა თვალს.

ღმერთმა სიკეთე და სიხარული არ მოგიშალოთ, Ბედნიერება იყოს თქვენი ცხოვრების გზამკვლევი!
ჩვენი დროის გმირები”– წერს პოსტის ავტორი.

თქვენი კომენტარი?