განათავსე შენი რეკლამა აქ - დარეკე 577 13 11 12 IMG.GE

მანქურთებო, გვამებზე მონადირენო, ქვეყნის დამაქცევარნო, ჩვენი საამაყო ახალგაზრდებისა და ჩვენი მშობლების მკვლელებო, როდის გყვარებიათ, ახლა რომ გაჰყვირით, გვძულს ეს ქვეყანა და აღარ გვინდა აქ ცხოვრებაო?!

ჰოდა, გაგვანებეთ თავი და წადით აქედან წადით. ამ ქვეყნად ყველაზე დიდი ფუფუნება ხომ ადამიანებთან ურთიერთობაა, რაც თქვენ არასდროს გქონიათ, არასდროს და არც გექნებათ სამწუხაროდ.

ადამიანმა უნდა იჩქაროს სიკეთის ქმნა, რადგან ამაშია გადარჩენა… სიკეთის მეტი იმ ქვეყნად არაფერი გაგვყვება, მხოლოდ სიკეთე და სიყვარული გადაგვარჩენს:

,,შეუძლებელია ყოველთვის იყო გმირი, მაგრამ ყოველთვის შეიძლება დარჩე ადამიანად“(გოეთე)

ახლა ეს კარგად წაიკითხეთ და დაიმახსოვრეთ თქვე ადამიანების და ქვეყნის მოძულენო:

„ჩემთვის სამშობლო აკაკის „განთიადია“, დავით აღმაშენებლის ,,გალობანი სინანულისანია“, დემეტრე მეფის ,,შენ ხარ ვენახი“, ქეთევანის დაშანთული მკერდი, თამარის გვირგვინი და ,,ვეფხისტყაოსანია“, ბრძოლაი საკვირველია.

დიდი სიამაყის გრძნობით შემიძლია განვაცხადო, რომ ჩემი სამშობლო-საქართველოა, გენიოსთა და გმირთა ქვეყანაა.

ბაგრატიონთა დინასტიიდან აღმოცენებული ყლორტი, დავითიან-სოლომონიანთა მიწა-სამშობლო. სამშობლო ის ფენომენია, რომელიც ყველა ღირებულებაზე მაღლა დგას .

იმ აგურებით ნაშენი სახლია, რომელსაც თითოეული ადამიანი დებს ქვეყნის აღორძინებისთვის, ის საძირკველია, რომელიც ფარნავაზს ქვითკირით უშენებია.
„წარსული მკვიდრი საძირკველია აწმყოსი, როგორც აწმყო მომავლისა“(ილია).

სამშობლო ადგილი არ არის სადაც დავიბადე, იგი ადგილია, სადაც ჩემი ფესვები მყარადაა გართხმული. იგი უსაშველო ფენომენია, რომელსაც ასაკი არ გააჩნია, დედასავით მარადიულია, უანგარო სიყვარულივითაა, უბრალოდ გვიყვარს ისე, როგორც დედა შევიყვარეთ დაბადებიდან უანგაროდ:

„როგორც უფალი, სამშობლო ერთია ქვეყანაზედა“(რაფიელ ერისთავი).

„სამშობლო მხოლოდ მინდორი და მთები არაა, სამშობლო ადამიანიცაა“(გურამ დოჩანაშვილი).

თქვენი არ ვიცი, მაგრამ ჩემი სამშობლო ჩემი გენია, ჩემი ენაა, წარსული, აწმყო და მომავალია. დიახ ამაყივარ ჩემი სამშობლოთი და არსად წასვლასაც არ ვაპირებ”- წერს სოციალურ ქსელში კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი.

თქვენი კომენტარი?