ბოლო ამბები
10/12/2024

აშშ-ს  არ შეუწყვეტია სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან და საქართველო რატომ უნდა იყოს გამონაკლისი? – პრემიერი

გაზიარება

რუსეთმა გასულ წელს ევროკავშირისგან 300 მილიარდი ევრო მიიღო, ევროკავშირსა და აშშ-ს  არ შეუწყვეტია სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან და საქართველო რატომ უნდა იყოს გამონაკლისი? ,– ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში, თემატურ დისკუსიაში მონაწილეობისას განაცხადა.

„საქართველოს ეკონომიკა ძალიან პატარაა და საქართველოს ვაჭრობა რუსეთთან 1 მილიარდზე ნაკლებია. ევროკავშირი გასულ წელს 1 მილიარდს ევროს ყოველდღე უხდიდა რუსეთს. ანუ, რუსეთმა ევროკავშირისგან 300 მილიარდი ევრო მიიღო გასულ წელს და საქართველოსთან სავაჭრო ბრუნვა მარტო 1 მილიარდია წელიწადში. ანუ, ეკონომიკური სანქციების შემთხვევაში ჩვენი გავლენა იქნებოდა 0,3%, ხოლო ჩვენს ეკონომიკაზე გავლენა იქნებოდა უმნიშვნელოვანესი.

ამიტომ, ჩემი აზრი არის ასეთი: როცა ამ საუბარს ვაწარმოებდით, სრულად შევესაბამებით საერთაშორისო საფინანსო სანქციებს, ამას ვაკეთებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, ევროკავშირის უწყებებმა, ყველამ აღიარა, რომ საქართველო სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო ფინანსურ სანქციებს, მაგრამ რაც შეეხება სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, ეს სხვა რაღაცაა.

ევროკავშირი ვაჭრობს რუსეთთან, არ შეუწყვეტია სავაჭრო ურთიერთობები, შეერთებული შტატებიც ასევე, საქართველო რატომ უნდა იყოს გამონაკლისი?  კი ბატონო. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი. მეორე მიზეზი გახლავთ ის, რომ ჩვენ საკმაოდ განაწყენებული ვიყავით, რომ დასავლეთში სერიოზულად არავინ მიიღო 2008 წლის ომი. ეს არის მიზეზი“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სხვა ამბების წაკითხვა