განათავსე შენი რეკლამა აქ - დარეკე 577 13 11 12 IMG.GE

“პატრიოტთა ალიანსი”-ს წევრი, აფხაზეთის ომის მონაწილე, მალხაზ თოფურია ეხმიანება იმ ადამიანებს, ვინც მათი პარტიის ლიდერების მიერ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისადმი გაგზავნილ ღია წერილს მოღალატებრივად აფასებს.

“ღია მიმართვა პუტინისადმი, რომელიც “პატრიოტთა ალიანსმა” გააკეთა, როგორც მოსალოდნელი იყო აღაშფოთებდა “ფართო მასებს” უფრო რომ დავზუსტდე იმ ილუზიურ უმრავლესობას, რომლებიც გრიგოლიას, სანაიას, კვნესოს, ჯანგოსა თუ გვარამიას გარშემო ტვინის გამორეცხვა ვიზიებში იკრიბება და წრეზე ტრიალებენ და ქმნიან ვირტუალურ წარმოდგენას, რომ ეს ასიოდე “შეუცვლელი” ტელესახე, კოლექტიური ბუღაძეები არიან ქართული სინამდვილე და ქართველების აზრიც.

მათი პატრიოტიზმი პირდაპირპროპორციულია უცხოეთიდან შემოსული გრანტისა, რომელიც დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ არც ქვეყნის ეკონომიკას, არც ჰუმანიტარიზმში და არც არანაირ სახელმწიფოებრივ განვითარებაში არ იხარჯება, ეს თანხები გაურკვეველი სექსუალური თუ რელიგიურ სექტანტური მიმართულებების ასაღორძინებლად მიდის, უფრო რომ დავზუსტდეთ, მართლმადიდებლური ეკლესიისა და ადამიანთა ტრადიციული, ჰეტერო ურთიერთობების წინააღმდეგაა მიმართული.

ამ მძლავრ ლიბერ სექტას დიდად არც სახელისუფლებო რგოლები ჩამორჩებიან, იმის შიშით ლიბვიზიებმა სამიზნედ არ ამოიღონ, “პუტინ ხუილო”-ს ყვირილი
სახელმწიფოებრივი აზროვნება და დასავლური ნარატივი ჰგონიათ.

დავიწყოთ მისალმებით, ასე თბილად რათ მიესალმეთო?

ეს კითხვა განსაკუთრებით იმათ აწუხებთ, ერთი აბზაცის იქით ცხოვრებაში არაფერი რომ არ წაუკითხავს.

თბილად არა! ჩლუნგებისთვის ვხსნით! ზუსტად ისე მივესალმეთ, როგორც ესალმება ამერიკის პრეზიდენტი, გერმანიის კანცლერი, თუ ბრიტანეთის პრემიერი! რუსეთის აგენტები ხართო…..აგენტები გამზრდელი გყავთ!

აგენტი ღია მიმართვას არ აკეთებს, აგენტები დეკლარირებულად არ საუბრობენ და ჩუმად, კულუარულად დაძვრებიან მოსკოვში (რასაც თქვენი რჩეულები ყოველდღიურად სჩადიან)

აგენტები სხვა ქვეყნის ინტერესებს ატარებენ! განსხვავებით ჩვენგან და ბოლოს და ბოლოს, აგენტები საქართველოს პრეზიდენტად კრემლის ნომენკლატურას და კაგებეს ჩინოვნიკ ღრიღოლ ვაშაძეს ირჩევენ და ცოტა უხერხულია ამ ათტრაკა ადამიანებისგან საყვედური “აგენტების” მიღება!

რატომ ახლა? და რა მიზეზით ეს მიმართვა?

როდესაც ქვეყანაში არანაირი ანალიტიკური სამსახური არ მუშაობს, როდესაც ქვეყნის პოლიტ-ექსპერტიზა დაყვანილია რამდენიმე მოდებილო ზემოაღნიშნული ტელე უკანალის უაზრო ლიბერტანიალური ჰაზრების ფრქვევაზე და ამ დროს, რუსეთის პირველი პირები განცხადებას აკეთებენ, რომ ისენი აუცილებლად გაატარებენ საქართველოში სამხედრო ტექნიკურ პროფილაქტიკურ ღონისძიებებას, ჩვენ ხელისუფლებას და ჰოპო-გეი პარტიებს მხოლოდ ის ადარდებთ, კელი დეგნანმა როგორ ხასიათზე გაიღვიძა. ამ არადეკვატურობის პიკში, უბრალოდ სხვა გზას ვერ ვხედავთ.

ადრეც აგვისტო იყო. შორეულ 90-იანებში თუ 2008-ში, მაშინაც ოლიმპიადა მიდიოდა, მაშინაც უღრუბლო ცა იყო და მაშინაც გუნებასუსტი, პოპულიზმზე დამყარებული არაადეკვატურები წყვეტდენ ქვეყნის ბედს.  წითელ ხიდზე მოხეულებისგან განსხვავებით, ამ პროცესების მონაწილე ვარ და ეს ის შემთხვევაა, როდესაც ღმერთი სამობითაა არ ითქმის! მესამეს ვეღარ გადავიტანთ!

დროა გავიდეთ იმ დახურული მისტიური წრიდან, რასაც მიხუინისტი ქართული ლობისტური გრევებით გამდიდრებული, ლიეტუველი ყმაწვილი ვინმე კუილიუსი გვიქადაგებს და საკუთარი ტვინის სენსორები შევარხიოთ!

დიახ! ხელს ვაწერ აღნიშნულ წერილს და ვაცხადებ! მე არ მინდა ახალი ტრაგედია, ახალი გმირები ( სიკვდილის შემდეგ) არც აღშფოთებულ შეშფოთებული, ჩვენი ტრაგედიით გულმოკლული დასავლეთი! ახალი დაკარგული ტერიტორები და ახალი შავოსანი დედების გოდება/ტირილი”- წერს მალხაზ თოფურია.

თქვენი კომენტარი?