ბოლო ამბები
12/10/2024

რევოლუცია იქნება, თუ რაც იქნება, მიიღებთ, აბა რას იზამთ, სისხლს დაღვრის ქართველი ხალხი და დამოუკიდებლობას არ დატოვებს – თაკო ჩარკვიანის მწვავე მიმართვა (ვიდეო)

გაზიარება

ის, რომ რუსეთი გინდათ თქვენ, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მითუმეტეს დღეს, ღარიბაშვილს მოვუსმინე, სრული კატასტროფა იყო. გამოკვეთილი გაქვთ, რომ საქართველოს დატოვება გინდათ იზოლაციაში და ყველაფერი კეთდება, რომ საქართველო მოხდეს იზოლაციაში”– მიმართა თაკო ჩარკვიანმა “ქართულ ოცნებას” 30 მაისს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

თქვენ ხომ ეს რადიკალიზმი გგონიათ, მე რომ კონსტიტუციას ვიცავ – არა, რადიკალები ხართ თქვენ,  ვინც კონსტიტუციას არღვევთ. ვინც ბედავს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის სანაცვლოდ,  შესთავაზოთ რუსეთის ორბიტაზე დაბრუნება.

რატომ ვარ ახლა მშვიდად? – იმიტომ, რომ გამორიცხულია და რევოლუცია იქნება, თუ რაც იქნება, მიიღებთ, აბა რას იზამთ! ვინ გითხრათ, რომ ამ სიტყვის მეშინია. რას ჰქვია, ქვეყანას მართმევთ და რუსეთის ორბიტაზე გინდათ გადაყვანა, აგიჩემებიათ ეს 11 წელი. რა გირგვლიანი? – სად იყო ოხანაშვილი მე რომ გირგვლიანის გამო ვიდექი ქუჩაში. უკვე საქართველოს სახელმწიფოებრიობას ეხება ეს. რევოლუცია მინდა? – აბა მანდ გაგაჩერებთ თქვენ? აბა, დამოუკიდებლობას წაგართმევინებთ?

ქუჩაში დავდგებით და უბედურება თქვენ კისერზე იქნება. სისხლს დაღვრის ქართველი ხალხი და დამოუკიდებლობას არ დატოვებს, არ იცით ეს? თუ სუბარის ჭკუაზე უნდა იყოთ? 

ჩვენ თვალწინ გაიარა გირგვლიანის საქმემ, მაგრამ სააკაშვილს არ უთქვამს, წაიყვანეთ ოქროყანაში და მოკალითო.

რას ჰქვია სიტყვა რევოლუციის მეშინია?!  აბა, დამოუკიდებლობაზე რომ იქნება ლაპარაკი, თქვენმა მზემ, მანდ გაგაჩერებთ ზუსტად.”– განაცხადა თაკო ჩარკვიანმა, რა დროსაც მას სოზარ სუბარმა უპასუხა და დაანონსებული 100 ათას კაციანი აქცია შეახსენა.

“სუბარ, რა გამოტვინებულიც იყავით, ის გამოტვინებული დარჩით. ქვეყნის სიყვარული რომ არ გეცოდინება, შენთან არაფერი საქმე არ მაქვს. ზოგიერთების მიკვირს, თორემ, შენი არაფერი – ერთ ჭიქაში გაგაკეთებინებენ ყველაფერს”– განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

სხვა ამბების წაკითხვა