დაკავებულია მსახიობი რევაზ ნასიძე

710
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

შსს-ს თანამშრომლებმა ძალადობის ბრალდებით 25 წლის მსახიობი, რევაზ ნასიძე დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, მას ბრალად ედება ძალადობა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ თბილისში, წმინდა მიქაელის სახელობის კლინიკაში მოხდა, როდესაც ბრალდებულმა საავადმყოფოს ექიმს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

არსებობს ორი ვერსია, კლინიკის მედპერსონალი ამბობს, რომ ნასიძე ნარკოტიკს ითხოვდა და უარის შემდეგ მან ექიმი სცემა, ოჯახის განცხადებით კი მას თავის ძლიერი ტკივილი ჰქონდა და მოითხოვა გამაყუჩებელი, რომელიც არ მისცეს და დაპირისპირებაც სწორედ ამის შემდეგ დაიწყო.

ვინაიდან ბრალდებული კლინიკაში იმყოფება და მკურნალობს,  მას ბადრაგი იცავს და გამოჯანმრთელების შემდეგ მოხდება მისი გადაყვანა იზოლატორში. მსახიობი რევაზ ნასიძე ფარტო აუდიტორიამ სერიალ “ჩემი ცოლის დაქალები”-დან გაიცნო.

 

თქვენი კომენტარი?
IMG.GE