განათავსე შენი რეკლამა აქ - დარეკე 577 13 11 12 IMG.GE

ლაშა ბექაურსა და გენო პეტრიაშვილს სახელობით ვარსკვლავებს გაუხსნიან, ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი ავრცელებს. რაც ეხება ლაშა ტალახაძეს, ვინაიდან საჩხერეში უკვე გახსნილია მისი სახელობითი ვარსკვლავი, კულტურის კომიტეტს ამ საკითხზე აღარ უმსჯელია.

“საქართველოს კულტურის პალატასთან არსებულმა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება – ოლიმპიურ ჩემპიონს ლაშა ბექაურს და ვერცხლის პრიზიორს (ჩვენთვის ეს ოქროა)გენო პეტრიაშვილს გაეხსნას სახელობითი ვარსკვლავები.
სახელობითი ვარსკვლავების გახსნის თარიღებს დამატებით გაცნობებთ. (კომისიისთვის გახდა ცნობილი, რომ ოლიმპიურ ჩემპიონს ლაშა ტალახაძეს ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით საჩხერეში უკვე აქვს ვარსკვლავი და შესაბამისად, კომისიას ლაშა ტალახაძისთვის სახელობითი ვარსკვლავის გახსნის საკითხი არ განუხილავს).”- ამბობს დავით ოქიტაშვილი.
თქვენი კომენტარი?