“პატრიოტთა ალიანსი” გამოდის ინიციატივით, რომ ყველა დეპუტატმა ან დეპუტატობის მსურველმა გაიაროს სიცრუის დეტექტორზე (პოლიგრაფზე) შემოწმება, სადაც უპასუხებს ორ კითხვას: თანამშრომლობს ან თანამშრომლობდა თუ არა უცხოეთის სპეცსამსახურებთან
ამის შესახებ დავით თარხან-მოურავმა “ობიექტივი”-ს ეთერში სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, საკანონმდებლო ინიციატივას დაახლოებით 2-3 კვირაში წარუდგენენ საქართველოს პარლამენტს.
“2-3 კვირაში მოვამზადებთ საკანონმდებლო ცვლილებებს და მივმართავთ პარლამენტს. ყველა დეპუტატმა სიცრუის დეტექტორი გაიაროს.
სულ 2 კითხვაა: თანამშრომლობ თუ არა უცხოეთის სპეცსამსახურებთან და აქამდე თანამშრომლობდი, თუ არ თანამშრომლობდი, ამ ორ კითხვას უნდა უპასუხოს აბსოლუტურად ყველა დეპუტატმა და დეპუტატობის მსურველმა.“- განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.
მან ამ ინიციატივის მიზეზებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ვინაიდან, ოპოზიციის ნაწილი, ყველას, ვინც მათ პოზიციებს არ იზიარებს, უცხოეთის აგენტებს უწოდებს, მოხდეს რეალურად იმ ადამიანების გამოვლენა, ვინც უცო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობს ან წარსულში თანამშრომლობდა.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს