ბოლო ამბები
16/09/2024

ბრაზილიაში, ერთ-ერთ სასტუმროში ქართველი მამაკაცი მოკლეს

გაზიარება

ბრაზილიაში, რიო-დე ჟანეიროს  ცენტრალურ რეგიონში, 31 წლის ილია კახაბერიძე მოკლეს. ტელეკომპანია “გლობოს” ცნობით, გარდაცვლილი სასტუმროს ნომერში, თანამშრომელმა აღმოაჩინა, რომელიც მიბმული იყო.

სასტუმროს თანამშრომლის პოლიციაში მიცემული განცხადების მიხედვით, ეჭვმიტანილი და ილია სასტუმროში დაახლოებით ღამის 02:00 საათზე შევიდნენ და დილის 6:00 საათისთვის მხოლოდ ერთმა მამაკაცმა დატოვა შენობა.

მეორე კაცის გასვლის დაგვიანებით თანამშრომელს ეჭვი გაუჩნდა და ოთახის შესამოწმებლად წავიდა, რა დროსაც ცხედარი იპოვა და პოლიცია გამოიძახა.

ეჭვმიტანილი დაკავებულია, რომელსაც თან ჰქონდა მოკლულის პირადობის მოწმობა და საბანკო ბარათები.

რაც ეხება გარდაცვლილს, GLOBO”-ს ცნობით, ილია იყო გემების ინჟინრების ოფიცერი, მუშაობდა ბორტზე, მოგზაურობდა სხვადასხვა ქვეყნებში და ცხოვრობდა საქართველოში, ევროპაში. მისი ცხედარი იურიდიულ სამედიცინო ინსტიტუტში გადაასვენეს.

ფოტოზე: მკვლელობაში ეჭვმიტანილი, 41 წლის უოლას დე ოლივიერა გომესი.

სხვა ამბების წაკითხვა