“ქართული ოცნების” ე.წ ახალი ჯგუფის გვერდში დგომა ბიძინა ივანიშვილისთვის ძალიან ცუდი იქნება

285
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
IMG.GE

საპარლამენტო ფრაქცია “საქართველოს პატრიოტები”-ს წევრ დავით ჭიჭინაძის აზრით, ბიძინა ივანიშვილისთვის წამგებიანი იქნება, თუ ის “ქართული ოცნების” ეგრედწოდებულ ახალ ჯგუფს დაუჭერს მხარს, რადგან მისი თქმით, არჩევნების პირველ ტურში მარცხის შემდეგ მან დახმარება ხალხს სთხოვა და არა ირაკლი კობახიძის გუნდს.

“ვფიქრობ, ქართული ოცნების ე.წ ახალი ჯგუფის გვერდში დგომა ბიძინა ივანიშვილისთვის ძალიან ცუდი იქნება, რადგან ეს ხალხის გვერდში დგომას არნიშნავს. როდესაც მას გაუჭირდა არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, დახმარება ხალხს სთხოვა და არა ირაკლი კობახიძის გუნდს, შესაბამისად უნდა დაფიქრდეს ნებისმიერი ადამიანი სიმართლისკენ იყოს თუ უსამართლობისკენ” – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE