მსახიობ რევაზ ნასიძესა და ექიმს შორის კლინიკაში მომხდარი ჩხუბის ვიდეო გავრცელდა

314
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

ტელეკომპანია “მაესტრო” ავრცელებს ექსკლუზიურ ვიდეომასალას, რომელიც წმინდა მიქაელის კლინიკაში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ასახავს, რა დროსაც მსახიობ რევზ ნასიძესა და ექიმს შორის დაპირისპირება მოხდა.

კლინიკის წარმომადგენლების განცხადებით, ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ნასიძემ ექიმს ნარკოტიკი მოსთხოვა და უარი მიიღო. ოჯახი კი ამბობს, რომ ნასიძეს ძლიერი თავის ტკივილი ჰქონდა ჰაიმორიტის გამო და მან ტკივილგამაყუჩებელი მოითხოვა, რაც არ მისცეს და დაპირისპირებას ამას მოჰყვა.

ამ დროისთვის რევაზ ნასიძე კლინიკაში განაგრძობს მკურნალობას, ამავდროლად სასამართლომ მისი დაკავების განჩინება გასცა და გამოჯანმრთელების შემდეგ მას საპატიმროში გადაიყვანენ.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE