საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა, ჩემი დაკვირვებით, სამი ჯგუფისგან შედგება – ლევან ლორთქიფანიძე

386
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
ლევან ლორთქიფანიძე

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა, ჩემი დაკვირვებით, სამი ჯგუფისგან შედგება:

1. კარიერისტები – საზღვარგარეთ განათლებამიღებული, უიდეო, ღირებულებების არმქონე, მხოლოდ საკუთარი დოსიეს შევსებაზე ორიენტირებული გადამწიფებული ახალგაზრდები. სააკაშვილის პერიოდში მათ ხმა არ ამოუღიათ არაფერზე. ეს ხალხი თავს ყოველთვის კომფორტულად გრძნობს და არასდროს იბრძვის. დღესაც ხმაჩაგდებულები იქნებოდნენ და თავიანთ კარიერაზე იზრუნებდნენ, ვიღაცას პარლამენტის სიაში რომ არ შეეყვანა ისინი. ხასიათდებიან უსაფუძვლო ქედმაღლობით და იდიოტის თვითდაჯერებულობით. არიან პოლიტიკური ნულები. აი, მაგალითად ვინ ჩემი ტიკი-ტომარაა ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი? რა გაუკეთებიათ ავტორიტარიზმის დასამარცხებლად? რომელ პოლიტიკურ ბრძოლაში გაუმარჯვიათ? რა იდეალები აქვთ? ჩვეულებრივი ტექნიკოსები …

2. პლუტოკრატია – მილიონერები, დიდი კაპიტალის მფლობელები, ბიზნესის წარმომადგენლები და ლობისტები. ისინი პარლამენტში მხოლოდ საკუთარი კომერციული ინტერესების დასაცავად სხედან. მათ კაპიტალს საფრთხე თუ არ დაემუქრა, ხმას არ ამოიღებენ არაფერზე.

3. მორჩენილები – წინა ხელისუფლებასთან ბრძოლის დროიდან შემორჩენილი პოლიტიკოსები. მათი დიდი ნაწილი ექვსი წელი ჩუმად იყო და კონფორმიზმით, შემგუებლობით ცდილობდა ფონს გასვლას. ზარდიაშვილებს ინიშნავდნენ მოადგილეებად პოზიციების შესანარჩუნებლად, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და მათი ჩაჩოჩება მაინც დაიწყეს.

ივანიშვილი კი ძალიან ჰგავს მარკესის რომანებსა და მოთხრობებში აღწერილ ბოსს, რომელიც საკუთარ მამალებს დასისხლიანებამდე აჩხუბებს ხოლმე და გამარჯვებულ მამალს საკენკით აჯილდოვებს. ორთაბრძოლის მიმდინარეობისას კი წეწვა-გლეჯვაზე დაკვირვებით ტკბება.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE