“რუსი ოლიგარქი ნაყოფია და ქართველი ჯარისკაცების სისხლსა და ევროპელი პენსიონერების მონაგარზე გამდიდრებული ქართველი ოლიგარქი კეზერაშვილი – ქველმოქმედები და დემოკრატიის მთესვარნი არიან. ქონების უდიდესი ნაწილის საქართველოსთვის დამხარჯავი ბიძინა ივანიშვილი – რუსი ოლიგარქია.”– ამის შესახებ ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი და სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელი, სვიმონ ჯანგულაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ჯანგულაშვილის თქმით, მთელი ცხოვრების მანძილზე რუსეთისთვის “სატოპკეების” მიმცემნი – თემურ ალასანია, მიხეილ სააკაშვილი და ელენე ხოშტარია, რომელთაც კგბ-ს სასწავლებლები აქვთ დამთავრებული (და თემური საერთოდ რუსეთის ატომური შეიარაღების საგანგებო სამსახურებში მუშაობდა) – პრო-ევროპელები არიან მაინც და ის ხალხი, ვინც ასოცირების ხელშეკრულება, ევროპასთან უვიზო მიმოსვლა მოიტანა – რუსეთის აგენტები არიან.
“მოსკოვში სიმღერა და ცეკვა ღალატია. მოსკოვში რაგბის თამაში გმირობაა. მაგრამ, რაგბისტები მაინც მოღალატეები არიან, რადგანაც მადლიერებას გამოხატავენ ივანიშვილისა და მთავრობის მიმართ, ვინც ამდენი რამე გაუკეთეს რაგბს, რომელსაც არაფერს უკეთებდნენ ნაციონალები.
მოსკოვში ხელოვანის ჩასვლა ან ღვინის გაყიდვა – ცუდია. მაგრამ, მოსკოვისთვის სტრატეგიული ობიექტებისა და მთელი ეკონომიკის მიცემა – კარგი. რუსეთში ცეკვა ღალატია. სახლში რუსული დენით განათებული “ლამფუჭკები” და მანქანის ავზში კეზერაშვილ-ლავროვის ერთობლივ მფლობელობაში მყოფი “გალფის” რუსული ბენზინი – კარგია. მოსკოვში 2019 წლამდე კონცერტები კარგი იყო. 2019-ის მერე – ღალატია.
მოსკოვისთვის 2008 წლის ომის მერე უვიზოს დაწესება და იქ კონცერტები კარგია. 2023-ში მოსკოვის მიერ უვიზოს დაწესება – ჩვენი მთავრობის ბრალია. 2012 წლამდე რუსი ტურისტები და რუსეთთან თანამშრომლობა კარგი იყო. 2012 წლის მერე – ცუდია. 2008 წელს რუსეთის შეშვება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში და ტალიავინის რუსეთის სასარგებლო დასკვნებზე ხელმოწერა სწორი და კარგი იყო. 2012 წლის მერე ჰააგაში, სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ საჩივრების შეტანა და რუსეთთან დავების მოგება, გაეროში და ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში რუსეთის საწინააღმდეგო პოზიციის დაკავება, მათ შორის, ყველგან და ყოველთვის უკრაინის მხარდაჭერა – ცუდია და არასწორია.
მთელი ცხოვრების მანძილზე რუსეთისთვის “სატოპკეების” მიმცემნი – თემურ ალასანია, მიხეილ სააკაშვილი და ელენე ხოშტარია, რომელთაც კგბ-ს სასწავლებლები აქვთ დამთავრებული (და თემური საერთოდ რუსეთის ატომური შეიარაღების საგანგებო სამსახურებში მუშაობდა) – პრო-ევროპელები არიან მაინც. ის ხალხი, ვინც ასოცირების ხელშეკრულება, ევროპასთან უვიზო მიმოსვლა მოიტანა – რუსეთის აგენტები არიან. გერგიევთან კონცერტი – ღალატია. გერგიევის საფარველ-ქვეშ ფსბ-ს მილიონების ხოშტარიასთვის ჩარიცხვა – კარგია. 2019 წლამდე ჩემი ნაცი მეგობრების მოსკოვში კონცერტები კარგი იყო. 2022 წელს სიქსტის კაპელაში ჩვენი კონცერტი – “კიტჩი” და ლაშა ყველაფროლოგ დარეჯანისთვის – აბრაამის მძახლის ძმისწულის განაყოფი, ანუ ცუდი. კვარაცხელიას რუსეთში თამაში – ღალატია.
რუსებისთვის სოლიკო ვირსალაძის მემკვიდრეობის გამოყენების უფლების მიცემა ელენე ხოშტარიას მიერ – კარგია. რუსეთში სპორტულ ნაკრებში კალათბურთელის ან ფეხბურთელის მონაწილეობა – ღალატია. ამავდროულად, რუსეთის ფსბ-ს სასწავლებლის კურსდამთავრებულ, რუსეთისთვის საოჯახო ქონებით სარგებლობის უფლების მიმცემ, რუსეთისაგან მილიონობით თანხის ამღები ხოშტარიას მიერ მოწყობილ ანტი-რუსულ მიტინგებზე სიარული – “სამშობლოს სამსახურში” ყოფნა და cool-როჟობაა. მიხეილ სააკაშვილი – მეორე ილია და აღმაშენებელია. ბიძინა ივანიშვილი და მით უმეტეს, ილია II – ქვეყნის სამარცხვინო დამანგრევლები და მოღალატეები. 2012 წლამდე ნაცებისთვის რუსულ ფულს სუნი არ ასდიოდა და რუსეთზე ყველაფერს ჰყიდდა ბენდუქიძე, იმის გარდა, რაც არ გააჩნდა.
2012 წლის მერე – რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობა ღალატია. გოკა გაბაშვილი, ნიკა რურუა, ზურა გირჩი და მიშა მშვილდაძე – პატრიოტები და ზნეობრივი გმირები არიან. ოთარ ჭილაძე, ანა კალანდაძე და ნოდარ დუმბაძე – უმნიშვნელო ტიპები და დუმბაძე, საერთოდ, პარტიული ჩინოვნიკი და უზნეო კაცი. ლაშა ბუღაძე გენიოსია. რეზო ამაშუკელი და ერეკლე დეისაძე – ცუდი პოეტები და, ზოგადად, ცუდები. უკანასკნელი ადრე იყო კარგი. ეხლა წახდა. ლევან ბერძენიშვილი, ნოდარ გველ-ბაყაყა
ლადარია, გიგი თევზაძე, გია ნოდია – ზნეობრივი გმირები და ყველაფროლოგი ინტელექტუალები არიან.
ლევან გიგინეიშვილი, ზურაბ კიკნაძე, ერეკლე II, თამარ მეფე, ვაჟა-ფშაველა, აკაკი წერეთელი – იდიოტები, გარყვნილები და მოღალატეები. დოსტოევსკი და ჩაიკოვსკი იმპერიალისტი იდიოტები არიან. განაპოლსკი და პანფილოვი – მაგარი კაცები.
რუსი ოლიგარქი ნაყოფია და ქართველი ჯარისკაცების სისხლსა და ევროპელი პენსიონერების მონაგარზე გამდიდრებული ქართველი ოლიგარქი კეზერაშვილი – ქველმოქმედები და დემოკრატიის მთესვარნი არიან. ქონების უდიდესი ნაწილის საქართველოსთვის დამხარჯავი ბიძინა ივანიშვილი – რუსი ოლიგარქია. კეზერაშვილისა და ნაყოფიას რუსულ ჰონორარებზე მოკაკანე და აწკავწკავებული ლაშა-დარეჯან ბუღაძე-თათქარიძე, ქეთინო რიფენშტალი, ეკა უნიჭო კვესიტაძე, ინგა კომბოსტო დოღრიალა-გრიგოლია და მხატვრული კითხვის ოსტატი – ნოდარ მელაძე, ვირეშმაკა ვიცე-მერი გაგრია უშიკიშვილი და ბეთჰოვენის სპეციალისტი მარინა ბერიძე – გენიოსები, ეროვნული მოღვაწეები და ევროპელი პატრიოტები არიან. რობერტ სტურუა, თემურ ჩხეიძე, ლაშა ტალახაძე, ხვიჩა კვარაცხელია, ნონა გაფრინდაშვილი, ანზორ ერქომაიშვილი – ჩასარეცხი მოღალატეები. ნაცებო. ტყაჭებო!”– წერს სვიმონ ჯანგულაშვილი.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს