განათავსე შენი რეკლამა აქ - დარეკე 577 13 11 12 IMG.GE ________________________________ IMG.GE

ჟურნალისტი დარეჯან ლიპარტელიანი პასუხობს ზაზა სარალიძეს, რომელმაც მასზე გავრცელებული ვიდეოს შემდეგ ფეისბუქში ვრცელი სტატუსი გამოაქვეყნა:

“არის მომენტი, როცა რამეს დაწერ ადამიანზე, მართალს, ნაღდს და თან ნანობ, ცოდო იყო, როგორ გავიმეტეო… ყოფილა მსგავსი რამ ჩემს ცხოვრებაში… აი, შენზე კი, არაფერს ვნანობ, ზაზაია სარალიძე, იმიტომ რომ ძალიან ბნელთაბნელი ყოფილხარ…

კი იცი, შენი ნაწერ-ნაჯღაბნი, მე ვერას დამაკლებს და ვიღაც მაძუგებს, ჩემს თავს კი ალანძღვინებ, თან დეიდას მეძახი, თითქოს ამით მაკნინებ, ჩემთვის ჩემი ასაკიც, ჩემი გარეგნობაც, ჩემი ოჯახიც და ჩემი საოცარი სამეგობრო, ძალიან საამაყოა და მხრებგაშლილი დავიარები ამ ქალაქში, ეს იცოდე შენ, ზაზაია ძამია… ეს ხუმრობით, რათქმაუნდა, მაგრამ კი ბატონო, არაა პრობლემა, მე ლამის თქვენი ტოლა დისშვილები მყავს, მაგრამ, ყველა ასაკში, უნდა იყო, სიმპათიური და მომხიბვლელი, ქალიც და კაციც… დაბანილ, დავარცნილი და არა ზუნზღლიანი და უშნო, აი ისეთი არასდროს უნდა იყოს ქალი, ადრე შენ რომ მეგობრობდი ხოლმე…

ჰოდა, ეგ მომხიბვლელობა, მუდამ მექნება, შენდა გასაკვირად, ზაზია, ვაჭარო… ისე, ერთმა მომწერა, შენმა ცნობილმა მეგობარმა, ეგ ვიდეო, როდინდელიაო, თვითონ ზაზაია, ასე ამბობს, 2018 წლისააო… არაფერს ვკითხულობ შენს გვერდზე, არც არასდროს წამიკითხავს, უბრალოდ დღეს, თავზე ნამეტანი რომ გადაისხი, არ გაგიტარე… მეც გარდამეცვალა მეგობრები, კოლეგები, ნათესავები და ჩემი ერთადერთი ძმა, უმძიმეს ვირუუს ებრძოდა, “დელტა” ვირუსს,( ჯვარი სწერია, ფუი ეშმაკს)რომ გარდაცვლილიყო, პრემიერს კიარ დავუწყებდი ოჯახის გინებას, ვიტყოდი გულახდილად, თავის უპასუხისმგებობის ბრალი იყოთქო, რადგანაც, სინამვილეში პისიარის ტესტზეც, დიდი ომით წავიდა… ასე რომ, შენნაირ არასტაბილურ ადამიანს, პასუხის ღირსადაც არ გთვლი, რადგანაც, რამდენი პრობლემაც შეგექმნება, იმდენი ქალაქის გადაწვით უნდა დაგვემუქროო?… ქოცური ნარატივიო, რომ წერ ჩემზე, რა იცი შენ საერთოდ, რა არის ნარატივი? სუსელმა ხოჯევანიშვილმა გასწავლა და დაგიწერა შპარგალკა?

 ჟურნალისტი ვარ და კარგად ვცნობ ხელწერებს… გახარია მომიკითხე, თავის თახსირი ქალებით და ახია შენზე, ის რაც დღეს დაიწერა… არ გაბედო, ჩემზე რამე ზედმეტი დაწერო ან დააწერიო ვინმეს, თორემ მე არც პრემიერი ვარ და არც არაფერი გამაჩერებს, პირდაპირი მნიშვნელობით, მოვალ, გნახავ, სახეს აგახევ და ხელში დაგაჭერინებ, ეს იცოდე კარგად… ვის უგდიხარ საერთოდ, ასე რომ უგინებ ყველას ოჯახებს და უვარდები ღიად, ოჯახებში და პირად სივრცეში?… ერთი უზრდელო არაკაცი ხარ, სხვა მეტი არაფერი… გასაჭირიც ბევრი მინახავს, შვილმკვდარი მშობლებიც პირადად მყავდნენ, მაგრამ გლოვასა და ბრძოლაშიც, ღირსეულად უნდა ატარო ადამიანმა, კაცური კაცის სახელი. ასე როგორ დაეცი, ასე რანაირად მოახერხე და მთელს ქვეყანას, ასე თავი, როგორ შეაძულე?

თქვენი და თქვენი ოჯახის, პირველი დამცველი ვიყავი მუდამ და ახლა, როგორც სხვა უამრავ ადამიანს, თქვენი სახის დანახვა, მართლა არ მინდა, თქვენ ისეთი სიბინძურეები იკადრეთ… უფალმა გაპატიოთ, ეს ვაჭრულ-სოვდაგარული მიდგომები პრობლემების მიმართ… შენი უსტაბაში გახარია და ხოჯევანიშვილი მომიკითხე, კაცი სუსში მოადგილედ მუშაობდა და ის ვერ მიხვდა, რესტორანში კონვერტები რომ არ უნდა აფრიალოს?!..არ მითხრა ახლა, ხოჯევანიშვილმა კონსტიტუციის ახალი ვარიანტი მომაწოდა კონვერტით.  აბა შენ იცი, აშეინიკი კარგად შეიბი, ბიჭებს ხელები არ ატკინო… 

რამდენ ცუდს დაწერთ ჩემზე, იმდენი წიხლი მოგხვდებათ, პირდაპირ სახეში, ბლომად ვიდეოები რესტორანში, კონვერტებით ხელში… მანამდე ცოტას შევისვენებ, რა მეჩქარება”– წერს დარეჯან ლიპარტელიანი.

ამ თემაზე:

ზაზა სარალიძის პასუხი გავრცელებულ ვიდეომასალაზე

თქვენი კომენტარი?