2023 წლის 1 ივნისიდან ამოქმედდა რეგლამენტი ტვირთის ხელით აწევისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ.
დადგენილების მიხედვით:
1. დამსაქმებელი ვალდებულია მიიღოს სათანადო ორგანიზაციული ზომები ან გამოიყენოს შესაბამისი საშუალებები, განსაკუთრებით მექანიკური მოწყობილობები, რათა თავიდან აიცილოს დასაქმებულთა და სამუშაო სივრცეში მყოფ სხვა პირთა მიერ ტვირთის ხელით აწევის აუცილებლობა.
2. იქ, სადაც შეუძლებელია ტვირთის ხელით აწევის თავიდან აცილება, დამსაქმებელი ვალდებულია:
ა) მიიღოს სათანადო ორგანიზაციული ზომები, გამოიყენოს შესაბამისი საშუალებები ან უზრუნველყოს დასაქმებულები და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირები ასეთი საშუალებებით, რათა შემცირდეს ამ რეგლამენტის №1 დანართით განსაზღვრული ტვირთის ხელით აწევასთან დაკავშირებული რისკები;
ბ) სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით, თუ ეს შესაძლებელია, წინასწარ შეაფასოს ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების პირობები და შეისწავლოს ტვირთის მახასიათებლები რეგლამენტით გათვალისწინებული №1 დანართის შესაბამისად;
გ) მიიღოს შესაბამისი ზომები დასაქმებულთა და სამუშაო სივრცეში მყოფ სხვა პირთა მიერ ჯანმრთელობის (განსაკუთრებით ზურგის) დაზიანების რისკის თავიდან ასაცილებლად ან შესამცირებლად და ამ მიზნით გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები სამუშაო გარემოს მახასიათებლებისა და სამუშაოს სპეციფიკისა და ამ რეგლამენტის №1 დანართით განსაზღვრული მახასიათებლების შესაბამისად;
დ) სამუშაო სივრცე მოაწყოს ისე, რომ ტვირთის ხელით აწევა იყოს დასაქმებულისა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირის ჯანმრთელობისათვის მაქსიმალურად უსაფრთხო.
3. რეგლამენტის მიზნებისთვის დამსაქმებელი ვალდებულია, გაითვალისწინოს „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და სამუშაო სივრცეში რისკების შეფასების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესები, ასევე რეგლამენტის №2 დანართით განსაზღვრული ინდივიდუალური რისკის ფაქტორები.
მუხლი 4. ინფორმირება, სწავლება, კონსულტირება და ჩართულობა
1. სამუშაო სივრცეში უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად, დამსაქმებელი ვალდებულია, დასაქმებულებს, სამუშაო სივრცეში მყოფ სხვა პირებს ან/და დასაქმებულთა წარმომადგენლებს მიაწოდოს ინფორმაცია ყველა იმ საჭირო ღონისძიების შესახებ, რომელიც უნდა განხორციელდეს ტვირთის ხელით აწევასთან დაკავშირებით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნებისთვის, დამსაქმებელი უნდა დარწმუნდეს, რომ დასაქმებულთათვის, სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირების ან/და დასაქმებულთა წარმომადგენლებისთვის მიწოდებული ინსტრუქციები მოიცავს ზოგად მითითებებსა და, სადაც შესაძლებელია მაქსიმალურად ზუსტ ინფორმაციას ტვირთის წონისა და ტვირთის სიმძიმის ცენტრის შესახებ.
3. დამსაქმებელი ვალდებულია, დასაქმებულთათვის, სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირების ან/და დასაქმებულთა წარმომადგენლებისთვის დამატებით უზრუნველყოს შესაბამისი სწავლებისა და ინსტრუქტაჟის ჩატარება ტვირთის სწორად გადატანისა და ყველა იმ რისკის თაობაზე, რომლის წინაშეც შეიძლება აღმოჩნდნენ ისინი რეგლამენტის №1 და №2 დანართებით განსაზღვრული ნორმების არასწორად შესრულების შემთხვევაში.
4. დამსაქმებელი ვალდებულია, რეგლამენტითა და რეგლამენტის №1 და №2 დანართებით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით, გამართოს კონსულტაციები დასაქმებულებთან ან/და მათ წარმომადგენლებთან, ასევე – შექმნას პირობები მათი ჩართულობისთვის, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად.
ტვირთის ხელით აწევის მახასიათებლები
ტვირთის ხელით აწევამ შესაძლოა გამოიწვიოს ჯანმრთელობისათვის (განსაკუთრებით ზურგის) ზიანის მიყენების რისკი, თუ ტვირთი:
ა) მეტისმეტად მძიმე ან მეტისმეტად დიდია;
ბ) მოუხერხებელი ან ხელმოსაჭიდად რთულია;
გ) მოძრავია ან აქვს მოძრავი შიგთავსი;
დ) ისეა განთავსებული, რომ მისი აწევა ან გადაადგილება მოითხოვს სხეულის ზედა ნაწილიდან ტვირთის მოშორებას, სხეულის ზედა ნაწილის დახრას ან სხეულის ზედა ნაწილის მობრუნებას;
ე) კონფიგურაციის ან/და კონსისტენციის გამო შესაძლოა ზიანის მომტანი იყოს დასაქმებულისა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირისთვის, განსაკუთრებით შეჯახების შემთხვევაში.
მუხლი 2. საჭირო ფიზიკური ძალისხმევა
ფიზიკურმა ძალისხმევამ შესაძლოა გამოიწვიოს ჯანმრთელობისათვის (განსაკუთრებით ზურგის) ზიანის მიყენების რისკი, თუ ფიზიკური დატვირთვა:
ა) გადაჭარბებულია;
ბ) გამოწვეულია მხოლოდ სხეულის ზედა ნაწილის შემობრუნების შედეგად;
გ) შესაძლოა უკავშირდებოდეს ტვირთის უეცარ მოძრაობას;
დ) მომდინარეობს სხეულის არა მყარი/სტატიკური მდგომარეობიდან.
მუხლი 3. სამუშაო გარემოს მახასიათებლები
სამუშაო გარემოს მახასიათებლებმა შესაძლოა გაზარდოს ჯანმრთელობისათვის (განსაკუთრებით ზურგის) ზიანის მიყენების რისკი, თუ:
ა) არ არის საკმარისი სივრცე ტვირთის გადასაადგილებელი მოქმედებების განსახორციელებლად, განსაკუთრებით – ვერტიკალურად ტვირთის გადაადგილების დროს;
ბ) იატაკის ზედაპირი უსწორმასწორო ან სრიალაა, რაც ქმნის წაბორძიკების/წაქცევის ან ფეხსაცმლის ასრიალების რისკს;
გ) სამუშაო ადგილი ან სამუშაო გარემო არ იძლევა ტვირთის უსაფრთხო სიმაღლეზე აწევის ან დასაქმებულისა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირისთვის მოსახერხებელ მდგომარეობაში მოძრაობის საშუალებას;
დ) იატაკის დონე ან სამუშაოს ზედაპირი არის მრავალდონიანი, რაც განაპირობებს ტვირთის სხვადასხვა სიმაღლეზე გადაადგილებას;
ე) იატაკი ან ფეხის სადგამი არამყარია;
ვ) ტემპერატურა, ტენიანობა ან ვენტილაცია არ შეესაბამება სამუშაო პირობებს.
მუხლი 4.
სამუშაო სივრცეში განსახორციელებელ საქმიანობასთან დაკავშირებული მოთხოვნები
სამუშაო სივრცეში განსახორციელებელი მოქმედებები შესაძლოა შეიცავდეს დასაქმებულისა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირის ჯანმრთელობის, განსაკუთრებით – ზურგის დაზიანების რისკს, თუ მასზე მოქმედებს ქვემოთ მოყვანილი ერთი ან რამდენიმე ფაქტორი:
ა) გადამეტებულად ხშირი ან ხანგრძლივი ფიზიკური დატვირთვა, რომლის დროსაც განსაკუთრებული დატვირთვა მოდის ხერხემალზე;
ბ) არასაკმარისი დრო ფიზიკური დასვენების ან ენერგიის აღდგენისთვის;
გ) გადამეტებული ინტენსივობით ტვირთის აწევა, დაშვება ან შორ მანძილზე გადატანა;
დ) სამუშაო პროცესით გამოწვეული სამუშაოს შესრულების ტემპი, რომლის შეცვლაც დასაქმებულისა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირის მიერ შეუძლებელია.
ინდივიდუალური რისკის ფაქტორები
დასაქმებულისა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირის ჯანმრთელობა შეიძლება აღმოჩნდეს რისკის ქვეშ, თუ:
ა) მისი ფიზიკური მონაცემები ან/და ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეესაბამება მისთვის მიცემულ კონკრეტულ დავალებას;
ბ) ატარებს სამუშაოსთან შეუსაბამო ტანსაცმელს, ფეხსაცმელს ან სხვა ინდივიდუალურ საშუალებებს;
გ) არ აქვს სათანადო ცოდნა ან არ გაუვლია შესაბამისი სწავლება.
დოკუმენტი უკვე გამოქვეყნდა საკანონმდებლო მაცნეში და ის იურიდიულ ძალას ატარებს.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს