თუ საქართველოს ეკლესია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას ცნობს, რუსეთის საპატრიარქო ავტომატურად აღიარებს აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობას

294
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

დემოკრატიული მოძრაობის თავმჯდომარის განცხადებით, თუ თუ საქართველოს ეკლესია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას ცნობს, რუსეთის საპატრიარქო აღიარებს აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობას

“თუ საქართველოს ეკლესია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას ცნობს, რუსეთის საპატრიარქო ავტომატურად გაკეთებს იმას, რაც აქამდე არ გაუკეთებია – აღიარებს აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობას. ეს იქნება ძალიან დიდი ნაბიჯი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობისკენ და დამღუპველი საქართველოს ერთიანობის პერსპექტივისთვის. ასე, რომ გონს მოდით, პატივცემულო პოლიტიკოსებო და პროდასავლურობის და უზენაესი სამართლიანობის ფარდას ამოფარებულები ნუ მოითხოვთ ისეთ რამეს, რაც შეიძლება, ჩვენი ქვეყნისთვის დამაქცეველი აღმოჩნდეს.

დარწმუნებული ვარ, საპატრიარქო ისევ სიფრთხილით იმოქმედებს და არ მოხდება უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება, რომელიც როგორც ძალიან ბევრი რელიგიის მცოდნე და თეოლოგი ამბობს, არც ისე ერთმნიშვნელოვანია, როგორც ეს შეიძლება ზოგჯერ პროპაგანდის მანქანიდან ჩანდეს. იმოქმედეთ საკუთარი ინტერესებიდან და არა ამერიკისა ან ზოგადად, დასავლეთის ინტერესებიდან გამომდინარე. რაც შეეხება უკრაინასთან მეგობრულ ურთიერთობებს, ხშირად არის შემთხვევები, როდესაც სახელმწიფოები თანხმდებიან, რომ მათი ინტერესები განსხვავდება მიუხედავად მათ შორის მეგობრული ურთიერთობებისა, და თითოეული საკუთარ პოზიციას იკავებს. ეს ნორმალურია, რადგან ყველა ქვეყანა თავისი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს და ჩვენც ასე უნდა მოვიქცეთ”, -განაცხადა ნინო ბურჯანაძემ ბრიფინგზე.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE