განათავსე შენი რეკლამა აქ - დარეკე 577 13 11 12 IMG.GE ________________________________ IMG.GE

TV “პირველზე” დღეიდან ახალი სეზონი იწყება. ახალი სტუდიებით და როგორც ინგა გრიგოლია ამბობს, საინფორმაციო გამოშვების სტუდია, როგორიც მათ აქვთ, არცერთ ქართულ ტელევიზიას ამ დრომდე არ ჰქონია.

“ჩვენი ტელევიზიის ისტორიაში დღესაა ყველაზე მნიშვნელოვანი დღე, 3 სექტემბერი. დღეს ვიწყებთ ჩვენი არხის ახალი ისტორიის დაწერას… ტვ “პირველი”-ს ახალი სიცოცხლე, ახალი სუნთქვა იწყება დღეიდან.

საღამომდე ვაჩერებთ საინფორმაციო გადაცემებს სწორედ ამ მიზნით და ვემზადებით თქვენთან შესახვედრად, ახალ მისამართზე

დღეს საღამოს.ზუსტად 19.00-ზე ვხსნით ახალ სეზონს და გიჩვენებთ ახალ კოსმოსურ ხომალდს, ახალი სტუდიებით და დიდი გეგმებით. თამამად ვიტყვი, ასეთი ნიუსრუმი (ახალი ამბების ოთახი)  საქართველოში არც ერთ არხს არ აქვს. თავადვე დარწმუნდებით,როცა პირველი კადრი გაიხსნება და საკუთარი თვალით იხილავთ ,,პირველების,, სტუდიას.

ჰოდა, დღეს ვიწყებთ და ზუსტად ვიცი, რომ ეს 3 სექტემბერი არასოდეს დამავიწყდება.

გეგმა ასეთია: 19.00-ზე ჩვენი ახალი ოფისის წარდგენა, . 20:00-ზე ჩვენი მთავარი საინფორმაციო გამოშვება “პირველები”,  რომლის დასრულებისთანავე დავიწყებთ დიანა ტრაპაიძის და ჩემ ახალ გადაცემას, სახელად ,”პოლიტიკური ამბები” და აქვე დავაანონსებ, რომ ჩვენი პირველი გადაცემის სტუმრები იქნებიან:

 გიორგი გახარია, ნიკა მელია, გრიგოლ და გიორგი ვაშაძეები.

ძალიან საინტერესო საღამოს ეთერს გპირდებით, ერთად დავიწყოთ ტვ ,”პირველის”-ს ახალი სიცოცხლე. გამიხარდება, წარმატებებს თუ გვისურვებთ. მოკლედ – ჩვენ ვიწყებთ”– წერს ინგა გრიგოლია.

თქვენი კომენტარი?