განათავსე შენი რეკლამა აქ - დარეკე 577 13 11 12 IMG.GE

საქართველოს პირველი არხი ახალ სეზონს იწყებს. პირველი არხი ყველასთვის – საზოგადოებრივი მაუწყებლობა ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის არის განკუთვნილი და მათთვის მოსახერხებელი ყველა პლატფორმისთვის ქმნის პროექტებსა და გადაცემებს. ოფიციალური ინფორმაცია ტელევიზიის ვებ გვერდზე გამოქვეყნდა:

პირველ არხზე მაყურებელმა ცხელი სპორტული ზაფხული გაატარა – „UEFA 2020“, „ტოკიო 2020“ და პირველად საქართველოში „ტოკიო 2020 – პარალიმპიადა“. 6 სექტემბრიდან კი მაყურებელს სრულად განახლებული ეთერი ელოდება.

ეთერში ბრუნდება არსებული გადაცემები განახლებული ფორმატებით, სტუდიებით, მრავალფეროვანი რუბრიკებით და თემებით. პირველი არხის 2021 წლის ტელე და რადიო ეთერის 70 პროცენტი ორიგინალურ ქართულ პროდუქტს დაეთმობა.

საქართველოს პირველი არხი

განახლებული სეზონით ბრუნდება საზოგადოებრივ-პოლიტიკური ზოლის გადაცემები. „მოამბეს“ დაემატა 18:00-საათიანი გამოშვების ახალი ფორმატი, რომელიც სტუდიაში სტუმრის ბლოკს ითვალისწინებს.

„მოამბის“ ახალ შეფუთვაზე ემის ჯილდოს მფლობელმა, კომპანია Ultra Graphics-ის კრეატიულმა დირექტორმა ჯეიმს ჯექსონმა იმუშავა. მას მაუწყებლობის მენეჯმენტსა და დიზაინის სფეროში მუშაობის 20 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. საინფორმაციო პროგრამების შეფუთვის მიმართულებით კი უთანამშრომლია ისეთ მედიაკომპანიებთან, როგორიცაა: CBS, NBC და ა.შ.

ახალი სეზონიდან ყოველ შაბათს, 21:00 საათზე ეთერში იქნება „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“. მაყურებელი ნახავს დღის, თუ კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი თემის შესახებ მომზადებულ რეპორტაჟებს და შემოგთავაზებთ ამ თემებზე სხვადასხვა მხარის შეფასებებს და პოზიციას, იმ გადაწყვეტილებებს, რაც ცვლის ჩვენს ყოველდღიურობას.


გადაცემა „დღის თემა“ კვირაში ორჯერ, ორშაბათს და ხუთშაბათს 22:00 საათზე გავა ეთერში. გადაცემის წამყვანი თამთა სანიკიძე სტუმრებთან ერთად დღის მთავარ თემას  განიხილავს. მაყურებელს საშუალება ექნება მიმდინარე თემებზე მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია, მოისმინოს მხარეების არგუმენტები და შეფასებები.


გადაცემა „დოსიე“ განახლებული ფორმატით ბრუნდება ეთერში და სტუმართან ერთად მაყურებელს საინტერესო და სიღრმისეულ დისკუსიას შესთავაზებს.

12 სექტემბრიდან ახალ სეზონს იწყებს გადაცემა „ახალი კვირა“, ყველაზე აქტუალური, მწვავე თემებით და რეალური  ისტორიებით ადამიანებზე. წელს გადაცემაში განსაკუთრებულად იქნება აქცენტირებული საგამოძიებო ჟურნალისტიკის კომპონენტი, რომელიც საერთაშორისო და მაღალი ჟურნალისტური სტანდარტების სრული დაცვით მომზადდება.”- ვკითხულობთ ინფორმაციაში. უფრო ვრცლად იხილეთ აქ

თქვენი კომენტარი?