განათავსე შენი რეკლამა აქ - დარეკე 577 13 11 12 IMG.GE ________________________________ IMG.GE

ინგა გრიგოლიას გამოხმაურება “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის კომენტარზე, რომელმაც თქვა, რომ TV პირველის ახალი სტუდიის ფერები, გიორგი გახარიას პარტიის ფერებს დაამთხვიეს.

“კი, კი ტანსაცმელიც კი შევარჩიეთ საგანგებოდ, მისი პარტიის ფერებში. ახლა გახარიასი გაგვხადეს, მანამდე მიშას გვაწებებდნენ, უფრო ადრე-ხაზარაძეს.

ამათი შიშით, ვერც ყვითელი პიჯაკი ჩამიცვია, ვერც წითელი. ახლა იასამნისფერსაც ამოვიღებ ხმარებიდან და ვივლი ლურჯებში, იქნებ დაწყნარდნენ ქოცები.

აშკარად, სადღაც სხვა საქართველოცაა და ესენი იქიდან გვაკვირდებიან. გახარიას თავად რომ ლოცვებს აღუვლენდნენ და მწვავე კითხვებს ვუსვამდი, მე დედას მაგინებდნენ და რია ვიცი….რია ვიცი…..პირიქითაა, ასინეთა, პირიქით”- წერს ინგა გრიგოლია.

თქვენი კომენტარი?