ფაქტია, მამუკა ხაზარაძეს ივანიშვილი პერსონალურად დაემუქრა – გიგი უგულავა

355
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

პარტია “ევროპული საქართველო”-ს გენერალური მდივანი გიგი უგულავა თიბისი ბანკში პროკურატურის შესვლას ეხმიანება.

“ფაქტია, პროკურატურა დამალობანას თამაშობს და პროსახელისუფლებო მედია საშუალებებით გვამცნობს ამბებს.  ფაქტია, მამუკა ხაზარაძეს ივანიშვილი პერსონალურად დაემუქრა. ამდენად, კონტექსტი ამძიმებს 2008 წლის საქმის მიმართ სანდოობას. ფაქტია, ამ განცხადებამდე მამუკა ხაზარაძე ცდილობდა ივანიშვილთან ურთიერთობის არაფორმალურად დალაგებას. ფაქტია ეს არ გამოვიდა.

ფაქტია რომ ბიზნესი თავისუფლად არ/აღარ სუნთქავს. ფაქტი არაა, მაგრამ მაინც ფაქტია, რომ პოლიტიკაში ნამატი გვექნება. ფაქტია, (მათ შორის წარსული შეცდომების გათვალისწინებით) “ევროპული საქართველო” ერთადერთი პარტიაა, ვისაც არსებითად ესმის რა არის ბიზნესის და ეკონომიკის თავისუფლება ქვეყნისთვის.
სხვა ყველაფერი ამ ეტაპზე სპეკულაციაა” – წერს უგულავა ფეისბუქში.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE