განათავსე შენი რეკლამა აქ - დარეკე 577 13 11 12 IMG.GE

“იმედის” ყოფილი ჟურნალისტი, თეონა გეგელია სოციალურ ქსელში ეხმიანება ტელეკომპანია “იმედი”-ს ერთ ერთი გადაცემას, როდესაც გიორგი გახარია ამ გადაცემის სტუმარი იყო, ხოლო ბლოკის სახელწოდება “სუპერძალოვანი მინისტრი”.

მეგობრებო, ბევრჯერ შემხვდა ეს ფოტო თავის დროზეც და მიუხედავად იმისა, რომ ამ სათაურით („სუპერძალოვანი მინისტრი“) „გახარებულ“ რამდენიმე ადამიანს ავუხსენი, რომ ტყუილად უხაროდათ, მოგეხსენებათ, ქსელის თავგზააბნეულ მომხმარებლებამდე სიმართლის მიტანა, ფაქტობრივად შეუძლებელია. მაგრამ რადგან ბოლო დროს ისევ გამოჩნდა და კადრია გადაცემიდან, რომელიც მე მიმყავდა, კიდევ ერთხელ განვმარტავ ამჯერად სტატუსით (მანამდე რამდენიმე ჩემს მეგობარს მხოლოდ კომენტარში ავუხსენი) და მერე რაც გინდათ, ის ქენით)

ბატონი გახარია, ორჯერ იყო ჩემი რესპონდენტი იმედიდან წამოსვლამდე. ორივეჯერ 2019 წელს, ჯერ მაისში (მგონი) და მეორედ ივნისის დასაწყისში. არ მახსოვს ეს რომელი გადაცემიდანაა, მაგრამ ზუსტად მახსოვს სათაურის ამბავი. გარდა იმისა, რომ იყო შს მინისტრი და ვიცეპრემიერი, გადაცემამდე რამდენიმე დღით ადრე დანიშნეს უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელადაც. როდესაც ვფიქრობდით რა დაგვერქმია მისი ინტერვიუს ამ ბლოკისთვის, სადაც მას მორიგ ახალ სტატუსზე ვეკითხებოდით (რატომ ანდობს გუნდი ამდენ პოზიციას), ჩემმა პროდიუსერმა გადაწყვიტა, რომ „სუპერძალოვანი მინისტრი“ იყო სათაური, რომელიც მისი მორიგი დაწინაურების ფაქტსაც ასახავდა და იმავდროულად, ირონიასაც შეიცავდა. რაზეც დავეთანხმე და ასე აღმოჩნდა ეს ტიტრი ეთერში.

დღევანდელი გადმოსახედიდან, რა თქმა უნდა, ეს სათაური ბევრად ირონიულია: ადამიანს, რომლისთვისაც საკუთარ პარტიას ყველა შესაძლო თანამდებობა ემეტებოდა, დღეს თურმე არავინაა და მეტიც, წარსულშიც არავინ ყოფილა.

მაგრამ ეგ მე ამ კონკრეტულ მომენტში ისე მაღელვებს, როგორც დღევანდელ ქართულ ჟურნალისტიკას ნამდვილი სოლიდარობა, ტყუილ-მართალის გარჩევა და ნახევარტონების დანახვის უნარი. ხოდა იმის თქმა მინდა, რომ იმ დროის „იმედი“, როდესაც ეგ გადაცემა ეთერში გავიდა და „იმედი“ 2019 წლის ივნისის შემდეგ, ისე განსხვავდება ერთმანეთისაგან, როგორც ცა და დედამიწა (სხვა შემთხვევაში, არავინ დამიშლიდა მანდ მუშაობას).

ამიტომ, თუ ვინმე, ამ ფოტოს გაზიარებით, იმდროინდელ „იმედს“ და ამ კონკრეტულ გადაცემას ნიშანს უგებს, ვურჩევ მომდევნო ეპოქით გაერთოს, გვიანი „იმედით“.
არასდროს, არცერთი რესპონდენტის მიმართ არანაირი თრთოლვა და პიეტეტი არ მქონია (ქართველ პოლიტიკოსებზე ძალიან დაბალი წარმოდგენა მაქვს) და ვერ მექნებოდა ვერც გახარიას მიმართ. როდესაც „იმედში“ კობახიძე-ნაცვლიშვილის „პროდუსერთა“ რაზმი შემოვარდა, გახარია ჯერ პრემიერიც კი არ იყო, მერე გახდა. მისი წუხილის შესახებ არც მაშინ და არც მერე არაფერი მსმენია. გუშინ წავიკითხე მხოლოდ, როგორ მიმართავდა „იმედს“ ეთერში მომიყვანეთო.

მაგრამ იყო კიდევ ერთი ფაქტი, რაც ჩემი აზრით, ასევე სიმპტომატურია. მისი მეორე ინტერვიუ ჩემს გადაცემაში იმ დროს დაემთხვა, როცა ტელევიზია უკვე აშკარად პარტიიდან იმართებოდა. ჩამოვწერე კითხვები გახარიასთვის და როდესაც ეს ჩემმა უშუალო ხელმძღვანელმა წაიკითხა, იწრიალა-იწრიალა და ბოლოს ორ კითხვაზე მეუბნება, ეს არ ჰკითხოო – ერთი ეხებოდა ნათია თურნავას „გმირობებს“ პანკისში და მეორე, „თბილისი პრაიდის“ (თუ არ ვცდები) განცხადებას, რომ უჩივლებდა შსს-ს სტრასბურგში, აღლუმს თუ არ ჩაატარებინებდნენ. თან მეუბნება ვუთხარი გახარიასო და ამბობს ეგ არ მკითხოთო (ინტერვიუს თემების (და არა კითხვების)

რესპონდენტებთან შეთანხმება პრაქტიკაა, თუ რამე გნსაკუთრებული არ ხდება). მოკლედ, ვერ შევთანხმდით და ბოლოს ვეუბნები ამ „მენეჯერს“, გადაცემის დაწყებამდე თვითონ ვკითხავ, რატომ აქვს პრობლემათქო. ამაზე ვერაფერი მითხრა. მოვიდა გახარია და ვეუბნები, რომ პირდაპირი ეთერია და მაინც დავუსვამ ამ კითხვებს (დღემდე ვერ ვხდები, რა პრობლემა იყო ამ ორ კითხვაში), რადგან ამას ჩემთვის კონკრეტულ სიტუაციაში აქვს პრინციპული მნიშვნელობა და ასე შემდეგ და ვიდრე მე ამ პატარა მიტინგს ვატარებ, მიყურებს და მშვიდად მეუბნება, რომ არაფერი აქვს საწინააღმდეგო, არანაირი პრობლემა არ ჰქონია. გადაცემა იწყებოდა და აღარ დავინტერესებულვარ, მის მაგივრად წყვეტდნენ რა კითხვაზე უნდა ეპასუხა, თუ აზრი შეიცვალა.

2019 წლის ივნისში გადაცემიდან ავდექი და იმედიდანაც მალე წამოვედი.
უშუალო თუ არა უშუალო „მენეჯერებს“ შეგნებულად არ ვასახელებ, დღემდე არ მსიამოვნებს მათი გახსენება. ვისაც აინტერესებს ვინ მართავდა არხს 2019 წლის ივნისიდან, გაარკვიეთ, იოლია. და ეს გადაცემა თუ გაინტერესებთ, მაგის ბმულიც მარტივად იძებნება)“- წერს თეონა გეგელია.

თქვენი კომენტარი?