განათავსე შენი რეკლამა აქ - დარეკე 577 13 11 12 IMG.GE

გიორგი გახარია ნარკოტიკზე შემოწმებას ევროპაში გაივლის. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. თბილისის მერობის კანდიდატმა განმარტა, თუ რატომ არ გაივლის ტესტირებას სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში, რადგან, მისივე თქმით, უშუალოდ ამ დაწესებულებიდან მიიღეს ინფორმაცია, რომ იგეგმებოდა გარკვეული ტიპის პროვოკაცია მის ტესტირებასთან დაკავშირებით, შესაბამისად მას არ აქვს ნდობა.

ევროპაში ჩატარებული თმის ღერის ანალიზის პასუხები 2 კვირაში გახდება ცნობილი, რაც გიორგი გახარიას თქმით, გასაჯაროვდება.

 

თქვენი კომენტარი?