თუ მოსამართლეთა ეს სია დამტკიცდა, ჭკუიდან გადავალ, ტროტილით მივალ პარლამენტში – გედევან ფოფხაძე

389
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

“თუ მოსამართლეთა ეს სია დამტკიცდა, მე ძალიან გავბრაზდები, ჭკუიდან გადავალ  და არაადეკვატური გავხდები, აი რაში გამოიხატება ეს მერე ვნახოთ”– განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ ტელეკომპანია კავკასიის გადაცემა “ბარიერში” სტუმრობისას.

გედევან ფოფხაძემ ხუმრობით ისიც თქვა, რომ იმდენად შეეწინააღმდეგება მოსამართლეთა არსებული სიის დამტკიცებას, რომ შესაძლოა წინააღმდეგობის ფორმა ტერორიზმშიც გამოიხატოს და პარლამენტში  თავიც აიფეთქოს.

“ტერორიზმშიც შეიძლება გამოიხატოს, მივიდე პარლამენტში ტროტილით და თავი ავიფეთქო”- განაცხადა ხუმრობით ფოფხაძემ.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE