განათავსე შენი რეკლამა აქ - დარეკე 577 13 11 12 IMG.GE

ნიკა გვარამია ეხმიანება გიორგი გახარიას, რომელმაც თბილისის მერობის კანდიდატებს, კახა კალაძესა და ნიკა მელიას მიმართა მონაწილეობა მიიღონ დებატში მათ “ტერიტორიასა და ტელეეთერში. გახარიამ იგულისხმა ნიკა მელიას შემთხვევაში “მთავარი არხი”, ხოლო კალაძის შემთხვევაში “იმედი”.

“ბატონო გახარია, ჯერ ერთი, გინდა ნაცმოძრაობის, გინდა მელიას და გინდა ვისიც გნებავთ ტერიტორიად მთავარი არხის გამოცხადება, სამარცხვინოა და ირაკლი კობახიძის და ვოლსკის კლასიკა. და ისევ მანდ თუ ხართ, არ ვიცი.

მეორე, ჩემთან პირისპირ ინტერვიუს, რომელიც პრაქტიკულად შეთანხმებული იყო 19 სექტემბერს, დებატებით ვერ ჩაანაცვლებთ. თუ არ მოდიხართ, გასაგები იქნება, რომ ვერ ბედავთ, ისევე როგორც ვერ ბედავს კალაძე. ასე რომ, ამ მხრივ თქვენს შორის არანაირი განსხვავება არ იქნება, ისევე როგორც, ზემო პუნქტში აღნიშნულ შემთხვევაში – თქვენსა და კობახიძეს შორის.

დებატებს რაც შეეხება, ძალიან თუ გინდათ ჩვენს არხზე გამოჩნდეთ ნიკა მელიას ფონზე, ნამდვილად არაა პრობლემა. უბრალოდ, ჩემთან ინტერვიუზე მოსვლის შიშს ეგ ვერ იხსნის. ჩათვლას ვერ მიიღებთ“- წერს გვარამია.

თქვენი კომენტარი?