განათავსე შენი რეკლამა აქ - დარეკე 577 13 11 12 IMG.GE

ჟურნალისტი დავით პაიჭაძე ეხმიანება სავარაუდოდ “სუს”-იდან გამოჟონილ ინფორმაციას სასულიერო პირების მოსმენების შესახებ:

“სწორად გამიგეთ” და ასეთი სისულელეების გარეშე ვიტყვი: რაც მღვდელმთავართა შესახებ ირკვევა თუ მოჟონავს ჩანაწერებიდან – ეს არის კარგი. მორალისა და ჭეშმარიტების მპყრობელთა პოზიციებიდან ყელყელაობა უნდა დამთავრდეს, მათი სახე ყველას უნდა გამოუჩნდეს, მათი გაუთლელობა, ბოზობა (სიძვა ერქვას თუ გინდა) და კაი ცხოვრების ტრფიალი უნდა დადასტურდეს და მათი რეპუტაცია დამსახურებულად წახდეს.

ასევე კარგია, რომ კათალიკოს-პატრიარქი ესწრება მისივე შექმნილი უდღეური “იმპერიის” რღვევის დასაწყისს.

მეტყვით: ჰო, მაგრამ სუსი… ყველაფერში გიერთდებით, რასაც სუსს გულში თუ ხმამაღლა უთვლით. უბრალოდ, აქ მღვდელმთავრებზე ვლაპარაკო”– წერს დავით პაიჭაძე.

თქვენი კომენტარი?