განათავსე შენი რეკლამა აქ - დარეკე 577 13 11 12 IMG.GE

თაკო ჩარკვიანის მიერ, მიხეილ სააკაშვილის ჩამოყვანის  ვეფხისტყაოსნისეული ვერსია სოსო მანჯავიძისგან:

“რჩევა მინდა მივცე სააკაშვილის ჩამოყვანის მომხრეებს. რამენაირად დააჭერინეთ პუტინბიძინას თაკო ჩარკვიანი, მაგალითად, მოაკვლევინეთ სასიძო, ანუ სააკაშვილის კონკურენტი-ბოკერია.

ვინ იქნება ის, ვინც იტყვის, კარვის კარი ჩახლართული, ჩავჭერ, ჩავაქარაბაკეო- ამას აქ ვერ ვიტყვი. ამის შემდეგ თაკო მყისიერად გარდაისახება ნესტან-თაკოდ, ხოლო სააკაშვილი -მიხეილ-ტარიელად.

სასურველია ნესტან-თაკო პუტინბიძინას სასახლეში, სოლოლაკის თავზე აღმართულ კოშკში იქნას გამოკეტილი, ეგზომ მაღალსა, თვალნი რომ ვერ გარდასწვდებიან და რომელსაც ქაჯქოცთა ჯარები იცავენ.

ასეთ შემთხვევაში ქართველებში გაიღვიძებს ვეფხისტყაოსნის გმირული სული და და სამი გმირი, მიხეილ-ტარიელი, ნიკანორ-ფრიდონი და ავთანდილ-გვარამი სამასი რჩეული ნაცით სულ უკანალებით შესტეხენ ქაჯთა ციტადელს. და კვლავ გაიმარჯვებს სიკეთე.

,, ნახეს მზისა შესაყრელად გამოეშვა მთვარე გველსა”-მოუყვება ბადრი შუბლაძე შვილიშვილებს. კელი დეგნანი სიხარულით იტირებს. ერთი რაც არ გამოვა, ყელის ყელსა გარდაჭდომა და ეხვეოდეს ერთმანეთსა, აკოცეს და ცრემლნი ღვარნეს, რადგან სოციალური დისტანცირება და პირბადე აუცილებელია, თუნდაც ქაჯეთის ციხე აიღო.

საზეიმო სუფრებიც არ იქნება დაშვებული. არავითარი ქორწილი მიხეილ-ტარიელისა და ნესტან-თაკოსი!

დევთა ქვაბების როლს პუტინბიძინას სარდაფები ითამაშებენ, სადაც მიხეილტარიელმა უთვალავი განძი ჯერ კიდევ უკრაინაში ველად გაჭრილმა იპოვა.
აქ უნდა ითქვას-აუცილებელია, რომ მიხეილ-ტარიელი და ნესტან-თაკო ორჯერ ვაქცინირებულნი იყვნენ, რაც მკაცრად უნდა გაკონტროლდეს საქართველოს უგვირგვინო მეფის ამირან პირველი- მრისხანეს მიერ, აიცერის დინასტიიდან.
მართალია, ხელი წამივიდა და კინაღამ დავწერე ფრაზა- ვაი ჩვენს პატრონს, მაგრამ თავი შევიკავე, როგორც ხედავთ.”– წერს სოსო მანჯავიძე.

თქვენი კომენტარი?