განათავსე შენი რეკლამა აქ - დარეკე 577 13 11 12 IMG.GE

94 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი მსახიობი ლელია ძიგრაშვილი.

ლეილა ძიგრაშვილი დაიბადა 1926 წლის 4 ნოემბერს. დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი 1947 წელს.

1947 წელს ჩაირიცხა სოხუმის დრამატული თეატრის ქართულ დასში; 1948-1966წწ. თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრში იყო, ხოლო 1966-წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობია.

როლები: ტურანდოტი (ფ. შილერის “პრინცესა ტურანდოტი”),

ჯუდიტ ანდერსონი (ბ. შოუს “ეშმაკის მოწაფე”)

მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრში: სამძივარა (კ. გამსახურდიას “ხოგაის მინდია”), დედამთილი (ბ. ბრეხტის “კავკასიური ცარცის წრე”), ენონა (ჟ. რასინის “ფედრა”) და სხვა – შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში.

ლეილა ძიგრაშვილის გახმოვანებულია არიადნა შენგელაიას პერსონაჟი, ქარეთულ ფილმში “შერეკილები”.

Multimedia.ge მწუხარებას გამოთქვამს მსახიობ ლეილა ძიგრაშვილის გარდაცვალების გამო.

თქვენი კომენტარი?