განათავსე შენი რეკლამა აქ - დარეკე 577 13 11 12 IMG.GE

მე არ ვიცი, რა დამსახურება ჰქონდა მაგ ადამიანს და საერთოდ არ ვიცნობ ვინ არის მეგის ქარდავა, – ასე უპასუხა საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კითხვას, იცნობდა თუ არა ის მეგის ქარდავას, რომელიც პრეზიდენტობის დროს ღირსების ორდენით ორჯერ დააჯილდოვა.

„საქართველოს პრეზიდენტი აჯილდოვებს ძალიან დიდი რაოდენობის ხალხს და ეს ხდება შესაბამისი უწყებების წარდგენით. ამაში არაფერი უცნაური არ არის. წადით და ჰკითხეთ ახლა ე.წ. პრეზიდენტს, იცნობს თუ არა ყველას, ვისაც აჯილდოებს. მე არ ვიცი, რა დამსახურება ჰქონდა მაგ ადამიანს და საერთოდ არ ვიცნობ ვინ არის ეს ადამიანი.

მე მის შესახებ გავიგე 2013 წლის შემდეგ ტელევიზიით და, ეჭვი მაქვს, რომ ეს ყველაფერი პროპაგანდის მიზნებით ხდებოდა. ეს არის რაც შემიძლია გითხრათ მის შესახებ. მე ზუსტად იმდენივე ვიცი მის თაობაზე, რამდენიც თქვენ. ყველა ადამიანი, ვინც არის ამ დანაშაულის [წამების] ჩამდენი უნდა შესაბამისად დაისაჯოს და აგოს პასუხი“, – ამბობს სააკაშვილი.

თქვენი კომენტარი?