განათავსე შენი რეკლამა აქ - დარეკე 577 13 11 12 IMG.GE ________________________________ IMG.GE

მეგის ქარდავას ყოფილი მოადგილე დღეს ქართული ოცნების მერობის კანდიდატია. ინფორმაციას და ფოტოს TV “პირველი”-ს ჟურნალისტი ნატო გოგელია ავრცელებს სოციალურ ქსელში:

“მარცხნივ, მიშას რომ ჭიქას უწვდის, ბათუმის მერობის “ოცნების” კანდიდატი არჩილ ჩიქოვანია… მეგის ქარდავას მოადგილე იყო და იმ 9 წლის განმავლობაში სამხედრო პოლიციაშიც მუშაობდა და “სუდ”-ში.

ნუ, ოცნების დროს ჩიქოვანზე სისხლის სამართლის საქმე რომ აღძრეს საგზაო დეპარტამენტში გაფლანგული თანხების გამო და ეს სახელმწიფო აუდიტმა გამოავლინა გავატაროთ, თორნიკე რიჟვაძის ნათელმირონია და ეგ ეპატიება.

ჰო, მთავარი,  ეს იმ სერიიდანაა, ჩვენ რომ ნაცები და დამნაშავეები ვართ, და ესენი სუფთა და პატიოსანი ხალხი.  გაგრძელება იქნება”- წერს ნატო გოგელია.

თქვენი კომენტარი?