განათავსე შენი რეკლამა აქ - დარეკე 577 13 11 12 IMG.GE ________________________________ IMG.GE

„მოქმედი პრემიერის ნაცვლად მინდა თითოეულ პოლიციელს, რომელიც ჩვენთან ერთად იქ იბრძოდა სახელმწიფო ინტერესებისთვის და ინსტიტუტებს იცავდა – ბოდიში მოვუხადო, ჩემი სოლიდარობა გამოვუცხადო და ვუთხრა, მათ რომ ჩვენ მაშინაც ვიცავდით სახელმწიფოს და დღესაც გავაგრძელებთ სახელმწიფოს დაცვას.“- ასე ეხმიანება გიორგი გახარია, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ 20 ივნისს უდანაშაულო ადამიანებს თვალები დათხარეს და პასუხისმგებლობა სრულად დააკისრა გიორგი გახარიას.

“იქ იმდენი ღირსეული ადამიანი იყო, რომლებმაც თავისი ჯანმრთელობა შეწირეს – არავის აღარ ახსოვს დღეს იქ დაზარალებული პოლიციელები. მე ერთი კომენტარი მაქვს ამასთან დაკავშირებით. გუშინ მე საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ოცნება განაცდა – მეტი არაფერი არ იყო ეს.

დღეს “ოცნება”, რომ ქართული არ არის ეს უკვე ვიცი, ნაცური გახდა ეს ოცნება.

შეხედეთ რა თქვა, ლოგიკა როგორ იყო – გამოვიდა, რომ ამ ხალხმა იცოდა წლების განმავლობაში, რომ თურმე ნაციონალურ მოძრაობას არაფერი არ დაუშავებია და სწორად უნდოდათ პარლამენტში შეჭრა ცემა-ტყეპით, ძალადობით, პოლიციაზე თავდასხმებით და ამიტომ მელიას ამნისტიაც გაუკეთეს და გარდასახეს მერობის აბსოლუტურად სუფთა და ლეგიტიმურ კანდიდატად. – ​გადაეცით, რომ ოცნება განაცდა. – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამ თემაზე:

უდანაშაულო ადამიანებს თვალები დათხარეს – ირაკლი ღარიბაშვილი 20 ივნისის მოვლენებზე

თქვენი კომენტარი?