განათავსე შენი რეკლამა აქ - დარეკე 577 13 11 12 IMG.GE ________________________________ IMG.GE

“ეუთო / ოდირმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში ხაზგასმითაა აღნიშნული,რომ საკანონმდებლო ბაზა არსებითად შეიცვალა.

19 აპრილს მიღწეული პოლიტიკური შეთანხმების შემდეგ. დოკუმენტში დეტალურადაა საუბარი: .ცვლილების შედეგად საარჩევნო კომისიების შემადგენლობასა და დანიშვნის წესზე; .სავალდებულო შემთხვევითობის წესით ხმების ხელახალა დათვლაზე; საჩივრების წარდგენისა და განხილვის ვადების გაზრდაზე; საჩივრების ელექტრონული ფორმით წარდგენის შესაძლებლობაზე; ამომრჩეველთა ერთიანი სიის სიზუსტეზე; წინასაარჩევნო პროცესის ფართოდ გაშუქებაზე – ბეჭდურ,ონლაინ მედიასა და სოციალურ ქსელებში. და სხვა.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ წინასაარჩევნო გარემო გამოირჩევა მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის ღრმა პოლარიზებით. ჩვენი შეფასებით, აღნიშნულ შუალედურ ანგარიშში ობიექტურად არის ასახული ის მრავალი პოზიტიური ცვლილება, რომელიც არჩევნების თანასწორ,თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებას შეუწყობს ხელს.

არადა ზოგიერთმა ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ისეთი დრამატული შუალედური ანგარიში,რომელიც კოლიზიაში მოდის ეუთო/ოდირის შეფასებებთან და დასკვნებთან.

მოვუწოდებთ არჩევნებში ჩართულ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, თავი შეიკავონ საარჩევნო პროცესის შესახებ უსაფუძვლო და ნაჩქარევი დასკვნების გაკეთებისაგან და იხელმძღვანელონ საარჩევნო პროცესის დაკვირვების საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებით.”- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ავრცელებენ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები: “მასმედიისა და უფლებების დაცვის ცენტრის” დირექტორი მაია ხარაძე და “დემოკრატიისა და უფლებების დაცვის ცენტრის” დირექტორი დავით ლილუაშვილი.

თქვენი კომენტარი?