განათავსე შენი რეკლამა აქ - დარეკე 577 13 11 12 IMG.GE ________________________________ IMG.GE

“მთავარი არხი”-ს დამფუძნებელი ნიკა გვარამია,  რამდენიმე ქუჩაზე არსებულ სარეკლამო სტენდზე ოპოზიციის საწინააღმდეგო ფოტო-ბანერების განთავსებაზე აკეთებს კომენტარს და ხაზს უსვამს ერთ გარემოებას, რომ ადგილი, სადაც “სიძულვილის ბანერები” იქნა გამოფენილი, დაქირავებული ჰქონდა დაავადებათა კონტროლის ცენტრს, სადაც გაკრული იყო სააგიტაციო-სარეკლამო მასალა იმაზე, რომ ვაქცინა იცავს ადამიანს, თუმცა აღნიშნულ ფოტოს გადააკრეს ოპოზიციის საწინააღმდეგო და სიძულვილის შემცველი ბანერი, რაც გვარამიას თქმით, ე.წ მუშკეტერების თანხმობით მოხდა (მუშკეტერებში სავარაუდოდ იგულისხმებიან: ამირან გამყრელიძე და პაატა იმნაძე)

“მთელი საქართველოს მასშტაბით, ვაქცინაციის მოწოდების ბილბორდებზე რომ გადააკრეს სისხლიანი ბანერები, ეგ რაა იმასთან შედარებით, რომ ამგვარი რამ გაკეთდა დაავადებათა კონტროლის ცენტრის უშუალო თანხმობით.

განვმარტავ: დაავადებათა კონტროლის ცენტრს ვაქცინაციის სააგიტაციოდ დაქირავებული ჰქონდა ეს ბანერები წლის ბოლომდე. ეს კონრტრაქტი შეწყვეტას არ ითვალისწინებდა, გარდა იმ გამონაკლისისა, თუ კონტრაქტორი დათანხმდება.

ჰოდა, ჩვენმა “გმირმა მუშკეტერებმა”უარი თქვეს აცრის მოწოდებაზე, თან უარი თქვეს სიძულვილის და ანტიჰუმანურობის სასარგებლოდ. პირდაპირ, მასობრივი მკვლელობის აქტი ჩაიდინეს.

აქვე დავამატებ, რომ “ჩვენც არ მოგვწონს, მაგრამ გამოხატვის თავისუფლება” ტექსტები ქართული ოცნების მხრიდან სრული ტყუილია. სწორედ სახელმწიფო უწყებამ გასცა თანხმობა მთელი ქვეყნის მასშტაბით ამ ბანერების გაკვრაზე.

P.S – ჩემი აზრით, ყველამ ღიად ბოდიში უნდა მომიხადოთ, ვინც მლანძღავდით ამ ნაძირლების კრიტიკის გამო. სინდისი ვისაც აქვს, ასე უნდა მოიქცეს”– წერს ნიკა გვარამია.

ამ თემაზე იხილეთ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადება:

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადება ოპოზიციის საწინააღმდეგო ბანერების გადაკვრასთან დაკავშირებით

თქვენი კომენტარი?