განათავსე შენი რეკლამა აქ - დარეკე 577 13 11 12 IMG.GE ________________________________ IMG.GE

ვახო სანაიას ცნობით, “სუს”-იდან გაჟონილ მასალებში აღმოაჩინა მისი ძმის მკვლელობის საქმის ცრუ მოწმე, რომელიც დღეს სუს”-ის აგენტად მუშაობს და შევარდნაძის მმართველობის პერიოდიდანვე გადაბირებულია.

“გთხოვთ, წაიკითხოთ და გააზიაროთ !
სუსის ფაილებში მივაკვლიე ერთ ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს.

მოგეხსენებათ, ჩემი ძმის, გიორგი სანაიაs მკვლელობა მოხდა შევარდნაძის პერიოდში, როცა ყველა სტრუქტურა ჩვენს ოჯახს დაუპირისპირდა. თავიდანვე დაიწყო საქმის გაყალბება. ყველა მექანიზმი ჩართეს ფაბრიკაციისთვის. საქმე ყალბდებოდა პირველივე საათებიდან.

იმავე დღეებში გამოჩნდნენ ,,მოწმეები’’, რომლებიც გამოძიებას აძლევენ წინასწარ შეთანხმებულ ჩვენებებს. რეალურად ესენი იყვნენ ცრუ მოწმეები, რომლებიც შევარდნაძის ხელისუფლებამ საქმის გასაყალბებლად მოიყვანა. არადა ვითომ თავისით გამოჩნდნენ.

რა დავალებებსაც აძლევდნენ, ეს ,,მოწმეები” იმას იმეორებდნენ. როგორც ხელისუფლებას აწყობდა. ხან ერთს ათქმევინებდნენ, მერე სიტყვებს უკან წააღებინებდნენ, ჩაასწორებინებდნენ და ასე. ბოლოს თავადვე აიხლართნენ პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო.

ხალხის პროტესტის ჩასახშობად ავრცელებდნენ ჭორებს და ამისთვისაც აღნიშნულ ,,მოწმეებს” იყენებდნენ. ვითომ შემთხვევითი პირები იყვნენ. ჩვენთვის თავიდანვე ცხადია იყო ყველაფერი და ამდენი წელია, ამაზე ვლაპარაკობთ დაუსრულებლად.

ახლა კი მთავარი ! ამ დღეებში სუსის ანგარიშებში აღმოვაჩინე ერთ-ერთი ასეთი ,,მოწმე”. ეს პირი, რომლის ჩვენებებზე დაყრდნობითაც დაიწყეს გამოძიება და მისცეს მათთვის სასურველი მიმართულება, შევადნაძის პერიოდშია გადაბირებული და არის სპეცსამსახურების აგენტი.

ახლა ხელში მიჭირავს დოკუმენტები, რომლის მიხედვით, ეს პირი დღეს არის სუსის აგენტი. ნერგავენ ხოლმე ამა თუ იმ ორგანიზაციაში და იქიდან აწვდის შიდა ინფორმაციას კურატორს. იყენებენ უბინძურესი საქმეებისთვის.

ყველაფერია ცნობილი მის შესახებ – რომელი ორგანიზაციების წინააღმდეგ მუშაობს სუსის სასარგებლოდ, ვინ გადაიბირა ჯერ კიდევ შევარდნაძის პერიოდში, ვინ იყვნენ მისი უშუალო ხელმძღვანელები წლების განმავლობაში, რა დავალებებს აძლევენ, ვის და როდის ხვდება ინფორმაციის გადასაცემად.

ერთი სიტყვით, ბოლომდე გაშიფრულია და დოკუმენტები წინ მიდევს. ყველას დრო დადგება ნელ-ნელა”– წერს ვახო სანაია.

თქვენი კომენტარი?