განათავსე შენი რეკლამა აქ - დარეკე 577 13 11 12 IMG.GE ________________________________ IMG.GE

“ჯანმო”-მ (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია) რუსული წარმოების, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ” სპუტნიკს” გადაუდებელი დახმარებისთვის გამოყენების პროცესი შეუჩერა. ინფორმაცია ‘EURONEWS” აქვეყნებს.

ორგანიზაციის რეგიონულმა წარმომადგენელმა თქვა, რომ წარმოების პროცესი არ აკმაყოფილებდა საჭირო სტანდარტებს.

რუსეთმა აღნიშნული ვაქცინის გადაუდებელი მოხმარებისთვის დამტკიცების მოთხოვნით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას მიმდინარე წლის თებერვალში მიმართა.

“ჯანმო” აცხადებს, რომ მათ გადადეს დამტკიცება მანამ, სანამ ახალი შემოწმება არ ჩატარდება.

სამედიცინო ჟურნალ “ლანცეტში  გამოქვეყნებული კვლევა აჩვენებს, რომ ვაქცინას აქვს ეფექტურობის 91 პროცენტი.

თქვენი კომენტარი?