განათავსე შენი რეკლამა აქ - დარეკე 577 13 11 12 IMG.GE ________________________________ IMG.GE

ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ეხმიანება “მთავარი არხი”-ს ეთერში გასულ სიუჟეტს, რომელშიც მისი სახელი დაუკავშირეს 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულ პირს.

შეგახსენებთ, 3 დღის წინ, 22 წლის ნიკა კვარაცხელია თბილისის ცენტრში, საკუთარ ავტომანქანასთან მოკლეს.

მსურს გამოვეხმაურო უბინძურეს ცილისწამებას, რაც გუშინდელ სიუჟეტში გააჟღერეს. პირველ რიგში უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ უნიჭიერესი ახალგაზრდის, ნიკა კვარაცხელიას გარდაცვალების გამო, სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახს და მეგობრებს. ჩემთვის ორმაგად სამწუხარო და აღმაშფოთებელია, რომ ამ უდიდესი ტრაგედიის ფონზე, პარტიული ტელევიზია აჟღერებს ისეთ დაუსაბუთებელ და ბინძურ ბრალდებებს, რაც არ ჯდება არც სიტყვისა და გამოხატვის, არც ჟურნალისტიკის და არც ადამიანობის ფარგლებში.

ჰაერზე ნათქვამი სიტყვები, თითქოს მე, ოთარ ფარცხალაძე ვმფარველობ მკვლელებს, რასაც არ მოჰყოლია თუნდაც ერთი, იოტისოდენა, რეალობასთან ახლოს მყოფი მტკიცებულება, არის ტალახის სროლა ჩემი მისამართით. ეს არის უბინძურესი, მიზანმიმართული პროვოკაცია, რომელსაც ჩვენი მხრიდან აუცილებლად მოჰყვება შესაბამისი რეაქცია. ჩემ მიმართ აქამდეც არაერთი ტყუილი გაუვრცელებია სააკაშვილის კონტროლირებად ფეიკ ნიუსების ქარხანას, მაგრამ მკვლელებთან კავშირი და მათი მფარველობა არის ის წითელი ხაზი, რომელიც აღარ მაძლევს გაჩუმების უფლებას. პირველ რიგში მივმართავ სახალხო დამცველს, სასწრაფოდ მოახდინოს რეაგირება ამ უბინძურეს ცილისწამებაზე და შეფასება მისცეს „მთავარი არხის“ პროვოკაციას. ასევე საჯაროდ და განცხადებით მივმართავ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, უმოკლეს დროში განიხილოს ჩემი საჩივარი და დაადგინოს, რამდენად ჯდებოდა სტანდარტებში ყოველგვარი ფაქტების გარეშე მკვლელების მფარველობის დაბრალება.

ამასთანავე ჩვენ დღესვე შეგვაქვს სარჩელი სასამართლოში და მოვითხოვთ ამ გაუგონარი ადამიანებისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას და ტყუილის საჯაროდ აღიარებას. და ბოლოს, ყველას მოგიწოდებთ, ვისაც ეს დეზინფორმაციის გამავრცელებლები ტყუილებს გაბრალებენ, „ფეიკებს“ დგამენ და თავს გამართლებინებენ, ტალახს გესვრიან და ცდილობენ, ზიანი მოგაყენონ, არავითარ შემთხვევაში არ გაჩუმდეთ. აუცილებლად იდავეთ სამართლებრივად, რათა საზოგადოებამ ნათლად იხილოს, რომ ნაციონალური მოძრაობის პარტიული ტელევიზიების მთავარი ამოცანა სწორედ ჩვენი, საზოგადოების ჩათრევაა იმ წუმპეში, რასაც დეზინფორმაცია და ზიზღის ენა ჰქვია”, – აცხადებს ოთარ ფარცხალაძე, რომლის წერილიც მისმა ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა გაავრცელა.

თქვენი კომენტარი?