განათავსე შენი რეკლამა აქ - დარეკე 577 13 11 12 IMG.GE ________________________________ IMG.GE

ეს ფოტოკადრი მონტაჟი არ არის და ფოტოზე ასახული ობიექტიც არ არის ადამიანი. ამ ადგილზე რეალურად არავინ არ ზის, ყოველ შემთხვევაში ადამიანისთვის თვალით ხილული. ეს მხოლოდ ფოტოკამერის ობიექტივმა დააფიქსირა და მას პირობითად ეშმაკი უწოდეს.

ინფორმაციას და ფოტოს, მომღერალი ბექა ჩხაიძე ავრცელებს. გთავაზობთ მის პოსტს:

“ახლა ერთი ამბავი მინდა გითხრათ და რატომ!? – ჩემი მოძღვარი, დიდ მარხვაში როცა ახერხებს მიდის ტყეში, გამოქვაბულში მარტო სალოცავად, მხოლოდ სეფისკვერი და წყალი მიაქვს.

ააკითხეს ბერებმა, თავისმა სულიერმა შვილებმა, რომლებსაც სტუმარი ახლდათ ფოტოაპარატით, მოშორებით იდგნენ მამაოსთან, იქ ახლოს ვერც მიხვალ, თვითონაც თოკებით და კიბეებით შედის იმ გამოქვაბულში.  როდესაც ესაუბრებოდნენ, მამაომ უთხრა მათ  – “ახლა ჩემ წინ მოწყენილი ზის ის არსება რომელიც ებრძვის კაცობრიობას და ჩვენ, მაგრამ ღვთის წყალობით ვერაფერს ვერ მიხერხებს” 

არაფერი არ ჩანდა საერთოდ და ფოტოაპარატით გადაიღო სურათები იმ სტუმარმა და დაფიქსირდა ეს კადრი.

ამით რისი თქმა მინდა?! მარტო ტელევიზორში რაც ხდება და რასაც აჩვენებენ, ასე არ ხდება ჩვენ ქვეყანაში! ძალიან ძლიერი და მლოცველი ბერები, დედები და მამები არსებობენ ხალხო. განდეგილებიც, რომლებიც მარტო ცხოვრობენ ტყეში და მთელი ცხოვრება იქ იქნებიან ლოცვაში.  ასე რომ დანარჩენი თქვენთვის მომინდია”- წერს ბექა ჩხაიძე.

თქვენი კომენტარი?