განათავსე შენი რეკლამა აქ - დარეკე 577 13 11 12 IMG.GE ________________________________ IMG.GE

„გულდასაწყვეტია, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გაიქცა”- ასე გამოეხმაურა თბილისის მოქმედი მერი და ამავდროულად მერობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან” კახა კალაძე, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ასევე მერობის კანდიდატ ნიკა მელიას გადაწყვეტილებას, დაეტოვებინა დებატი, რომელშიც მერობის 16 კანდიდატი იღებდა მონაწილეობას.

” უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი დესტრუქცია და არეულობა არის მათი პარტიის ხელწერა. ისინი ყოველთვის ცდილობენ, ყოველდღიურად, რომ გარკვეული დაძაბულობა შემოიტანონ ქვეყანაში, რასაც ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ. ნამდვილად არ მესიამოვნებოდა ისევ ის, რომ 2 ოქტომბერს, როდესაც ნიკა მელია არჩევნებს წააგებს, გაიქცეს. პირიქით, ჩვენ უნდა დავასრულოთ პოლარიზება და ყველა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების ადამიანს უნდა ეცხოვრებოდეს საქართველოში ყოველგვარი პრობლემების გარეშე. ეს ქვეყანა ყველასია, ეს ქალაქი ყველასია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამ თემაზე:

ნიკა მელიამ დებატი დატოვა (ვიდეო)

თქვენი კომენტარი?