განათავსე შენი რეკლამა აქ - დარეკე 577 13 11 12 IMG.GE ________________________________ IMG.GE

დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ და შენი თანაგუნდელების და ჩემი ყოფილი თანაგუნდელების ბრალდებები: ნარკომანობა, მოღალატეობა და სააკაშვილთან კავშირები, შენ, იზიარებ ამას თუ არა? – ამ კითხვით მიმართა თბილისის მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ დებატში მონაწილე, ასევე მერობის კანდიდატ კახა კალაძეს, რაზეც მან უპასუხა:

“ნარკომანობასთან დაკავშირებით, მგონი არავის არ დაუბრალებია და არ უთქვამს, რომ გიორგი გახარია ნარკომანია. რაც შეეხება შენ საქციელს, ეს შენც გითხარი, მე არ მომეწონა შენი გადაწყვეტილება, რომელიც თებერვალში მიიღე . მე არ შევალ შინაარსში და არ მინდა ამაზე ვისაუბრო, ყოველთვის ვცდილობ მაქსიმალურად თავშეკავებული ვიყო, როდესაც კითხვა ისმება გიორგი გახარიასთან დაკავშირებით. მე, პირველ რიგში ვარ კაცი და მერე პოლიტიკოსი, შესაბამისად, ადამიანებთან ურთიერთობას მე გარკვეულ როლს და უპირატესობას ვანიჭებ, ამიტომ, არ მინდა ამ დისკუსიაში შემოსვლა, თბილისმა და თბილისელებმა გადაწყვიტონ ყველაფერი”– განაცხადა კახა კალაძემ.

იხილეთ დებატი სრულად:

თქვენი კომენტარი?