განათავსე შენი რეკლამა აქ - დარეკე 577 13 11 12 IMG.GE ________________________________ IMG.GE

“ქართული ოცნების” სოციალური მედიის მონიტორინგის სამსახურმა გამოავლინა ფეისბუქ გვერდები და ჯგუფები, რომლის წარმომადგენლებიც მიზანმიმართულად ახორციელებდნენ ხელისუფლების წინააღმდეგ ზიზღის ენისა და დეზინფორმაციის კამპანიას. ამის შესახებ ინფორმაცია მმართველი პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა შალვა პაპუაშვილმა გაასაჯაროვა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ოპოზიციის დიდი ნაწილის ერთადერთი საარჩევნო კამპანია მედიაკამპანიაა. ტყუილი, შეურაცხყოფა, ზიზღი, ბულინგი, აგრესია – ეს არის მათი მთელი არსენალი. სოციალური მედიის მონიტორინგის ძირითადი მიგნებები:

 სოციალურ მედიაში ყალბი გვერდების და ოპოზიციური პარტიების ოფიციალური სპიკერების აქტივობა, ხშირ შემთხვევაში, შინაარსობრივად იდენტურია და კოორდინირებული ქცევით გამოირჩევა.

ხელისუფლების წარმომადგენლების პოსტებზე, მათი დისკრედიტაციის მიზნით, ხშირია ტროლების და ბოტების მობილიზების შემთხვევები. პირველადი დაკვირვების შედეგად აღმოჩენილია 1200-ზე მეტი, ჩვენი შეფასებით, არაავთენტური ტიპის ანგარიში.

ოპოზიციური პარტიების ოფიციალური სპიკერების, მათთან აფილირებული ავთენტური და ყალბი რესურების მადისკრედიტირებელი და ზიზღის ენის შემცველ ქცევას, ძირითადად სამი მიმართულება აქვს:

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლების დისკრედიტაცია
ეკლესიის და პატრიარქის დისკრედიტაცია
კოვიდ 19-ის პანდემიის თემით მანიპულირება”– განაცხადა შალვა პაპუაშვილმა და წარმოადგინა სქემა:


თქვენი კომენტარი?