განათავსე შენი რეკლამა აქ - დარეკე 577 13 11 12 IMG.GE ________________________________ IMG.GE

ჩვენ გვაქვს კონკრეტული საარჩევნო პროგრამა, რომლის უკან დგას ძლიერი გუნდი, რომელმაც იცის როგორ განახორციელოს წარმოდგენილი პროექტები – განაცხადა  „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ წინასაარჩევნო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას.

კახა კალაძემ მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და თბილისელებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის.

„ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა, თუ რა უნდა გაკეთდეს და როგორ წარმოგვიდგენია ქალაქის განვითარება მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. ეს არის კონკრეტული საარჩევნო პროგრამა, რომლის უკან დგას ძლიერი გუნდი,  რომელიც დაკომპლექტებულია პატიოსანი, პროფესიონალი ადამიანებით; გუნდი, რომელმაც იცის, როგორ განახორციელოს ეს პროექტები. წინ გველოდება აღმშენებლობის და განვითარების ოთხი წელი.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ეს არ იქნება მხოლოდ კახა კალაძის ან ჩვენი მხარდამჭერების გამარჯვება, ეს იქნება თბილისის გამარჯვება, რადგან დღეს, თბილისს ყველაზე მეტად სჭირდება საქმიანი ადამიანები, ყველაზე მეტად სჭირდება განვითარება და აღმშენებლობა. ამ ყველაფერს ვერავინ და ვერაფერი შეუშლის ხელს.

ვინც წინ აღუდგება ამ ყველაფერს, ის ყოველთვის იქნება დამარცხებული. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. გავიმარჯვებთ იმისთვის, რომ მეტი სიცოცხლე შევიტანოთ ყველა უბანში, გავაჩინოთ მეტი სკვერი, მეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, ახალი საბავშვო ბაღები. ეს არის ჩვენი ხედვა, იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი იყოს საუკეთესო და კომფორტული“, – აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა.

თქვენი კომენტარი?