განათავსე შენი რეკლამა აქ - დარეკე 577 13 11 12 IMG.GE ________________________________ IMG.GE

“ურჩხული მოგერიებულია! მოხდა სასწაული! დიდება უფალს! ამ დიდ გამარჯვებას ვულოცავთ ყველას, ვისი გულიც ამდენი ხანია იტანჯება თანამედროვე ურჩხულების მიერ საქართველოს მიწა-წყლის, ჩვენი ლაღი მდინარეების, ჩვენი რიონის ხეობის მისხალ-მისხალ გაყიდვისა და განადგურების გამო!”– ასე ეხმიანება “კავკასიური სახლი” ნამახვანჰესის მშენებელი თურქული კომპანია “ენკა”-ს მიერ, საქართველოს მთავრობასთან კონტრაქტის შეწყვეტის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას.

თურქულმა კომპანია ენკა-მ მიიღო თავისი არსებობის მანძილზე ყველაზე უფრო ბრძნული გადაწყვეტილება! იგი გავიდა ყოვლად კაბალური და მოღალატეობრივი ხელშეკრულებიდან, რომელიც მთელი საუკუნით გადასცემდა მას პატარა, დაუცველი მეზობელი ქვეყნის ულამაზეს კუთხეს მისი ყველა სიმდიდრით! ვუსურვებთ კომპანია „ენკა“ – ს მუდამ სამართლიანობის გზით სიარულს!

ამ დიდ გამარჯვებას ვულოცავთ ყველას, ვისი გულიც ამდენი ხანია იტანჯება თანამედროვე ურჩხულების მიერ საქართველოს მიწა-წყლის, ჩვენი ლაღი მდინარეების, ჩვენი რიონის ხეობის მისხალ-მისხალ გაყიდვისა და განადგურების გამო.

ვულოცავთ ბუნების ყველა დამცველსა და მეგობარს, ყველას, ვინც, როგორც შეეძლო, ისე იბრძოლა კოშმარული პროექტის- ნამოხვანჰესის აშენების წინააღმდეგ, პირველ რიგში კი, რა თქმა უნდა, ვულოცავთ და მადლობას ვეუბნებით რიონის ხეობის გმირ, თავგანწირულ მცველებს!

დე, მდინარე რიონის გადარჩენით, ჩვენი ამ სიხარულით დაიწყოს ჩვენი ხალხის, ჩვენი ახალგაზრდობის ნამდვილი გამოღვიძება საქართველოს გადასარჩენად!
კავკასიური სახლი და მისი მულტიეთნიკურ- მულტირელიგიური სამეგობრო (რომლის წევრებმაც გადაწყვიტეს, თავ-თავიანთ სალოცავებში აღუვლინონ მადლობა სამყაროს გამჩენს ბოროტი საქმის ალაგმისათვის)”– აღნიშნულია “კავკასიური სახლის” განცხადებაში, რომლის ერთ-ერთი ხელმძღვანელიც, მწერალი ნაირა გელაშვილია.

თქვენი კომენტარი?